ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამთან მომხდარი საზარელი ავარია მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილები ხობელი ახალგაზრდები, მეგობრები დავით აკობია და გიორგი სიჭინავა არიან. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილები 25 წლამდე ასაკის არიან.
“ჩვენი ერთადრთი ბიჭი აღარ გვყავს. სიკვდილი რომ მინდა, ისეთი უბედურება დაგვატყდა თავს. მამის მხრიდან მეტი აღარავინ მყავს. ჩემი დათუნა. ღმერთო როგორ გადავიტანო ეს… როგორ ვუყურო მამიდას, ორი ახალგაზრდა ძმის და ერთადრთი შვილის სიკვდილის მხილველს” – წერს ნანა გეგეჭკორი.