კურიერის” ინფორმაციით, ხობის რაიონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქალია, სავარაუდოდ, დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.
დამნაშავეც და გარდაცვლილიც ზუგდიდიდან არიან. დამნაშავის ინდეტიფიცირება მალევე მოხერხდა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ცოტა ხნის წინ ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.