ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”2 შვილი მიაბარა მიწას, ერთ-ერთი 17 წლის…” – შოთო სიხარულიძე ამწუთებში უმძიმეს...

”2 შვილი მიაბარა მიწას, ერთ-ერთი 17 წლის…” – შოთო სიხარულიძე ამწუთებში უმძიმეს კადრებს აქვეყნებს

amindi

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: “ორ შვილს მიწას რომ მიაბარებს ანგელოზებს ის ემიგრანტი დედა როგორ რანაირად უნდა ანუგეშო?💔🙏😭 შენი ერთგული მეგობარი როგორ დარდობს შენს საფლავზე😭🙏💔

40 დღე გავიდა ემიგრანტის იზა ბოგველის შვილის შაკო ბოგველის გარდაცვალებიდან…. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. განუსვენე უფალო სადაცა მართალნი განისვენებენ.
უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია შაკო.. მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელი, მოულოდნელი. 40 დღე გავიდა მას შემდეგ და ყოველი დღე გაუსაძლისი ტკივილია ყველასთვის, ცდილობს ემიგრანტი დედა გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი შენ და შენს 17 წლის დას მარიამს…. ასე როგორ გამწარდა ემიგრანტი დედა ორი შვილი რომ დაკარგა….
თქვენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ ანელებს. წახვედით და დატოვეთ მონატრების დიდი ტკივილი. ვილოცებთ თქენთვის, რათა ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სულები! ადამიანი მანამ ცოცხლობს, სანამ ახსოვთო. თუ ასეა, თქვენ ჩვენთან ერთად ცოცხლობთ, მაგრამ სიცარიელეს ვერაფერი ავსებს…. ცრემლით, ტკივილით და მონატრებით სავსე ორმოცი დღე. წახვედიდა დაგვიტოვე სრულიად საემიგრანტო-საქართველოს უსაზღვრო სევდა. გაუსაძლისია განშორება, ცრემლიანი თვალებით შეჰყურებენ თქვენს სურათებს, სანთელს გინთებენ და ლოცულობენ თქვენი სულებისთვის.

არ იციან რა დაარქვან უთქვენობით გამოწვეულ გრძნობას “2 მონატრება, სევდა თუ მწუხარება.
ცრემლიანი იხსენებენ თქვენს მიერ გაკეთებულ უამრავ კეთილ საქმეებს.თქვენი აღსასრულის დღე, ჩვენთვის მწარედ მოსაგონებელია. თქვენ დააკლდით არა მარტო ოჯახს, არამედ სრულიად საემიგრანტო-საქართველოს….
ყველას გულში დიდი ტკივილი და მწუხარება დატოვეთ. ოჯახის წევრებს მეგობრებს ახლობლებს ნათესავებს დააკლდა თქენი სითბო და მზრუნველობა, კეთილო და სათნო ადამიანებო, შველას ითხოვდით წამებში დასრულდა თქვენი სოცოცხლე.
უამრავ სანთელს დაგინთებთ და უფალს შევთხოვთ, შეგინდოთ ყველა შეცოდებანი და იქ დაგიმკვიდროთ ბინა, სადაც მართალნი განისვენებენ. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები”
—-მოვა სიკვდილი, მეც მომძებნის აბა რას იზავს,
თუმცა არც ძებნა დასჭირდება, აგერ მყავს გვერდით.
მოვა, მომიფრენს, გამიტყუებს ალბათ სახლიდან,
ჩუმად დედამ რომ არ გაიგოს ტკივილი ჩემი.
მოვივლი ყველას, ყველას სიზმრად მოვეფერები,
დარჩება ჩემზე მოგონება არცისე ბევრი.
დამრჩება გულზე დაკრეფილი ხმელი ხელები,
ჩაქვრება ცერემლში მეოცნებე მელექსეს ბედი.
სანატრელ თვალებს მივაკითხავ ოთახში მძინარს,
სიზმრებში გართულს დავუკოცნი გადამკრთალ სახეს.
მალულ გლოვაში შეპარული ცხოვრების მიზანს,
ავცდები გზაში, ჩავუქროლებ ქარივით სადმე.
მოვა, მოიფრენს, გამიტყუებს ალბათ სახლიდან,
ჩუმად დედამ რომ არ გაიგოს ტკივილი ჩემი.
მოვა სიკვდილი, მეც მომძებნის აბა რას იზავს,
თუმცა რა ძებნა დასჭირდება, აგერ მყავს გვერდით.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული…. ჩვენი ტკივილი ხარ შაკო(((( 😭
ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ ამ ღიმილიანმა, სიცოცხლით სავსემ მიგვატოვა.
არც მინდა დაჯერება.
ვუფიქრდები თუ არა უდიდესი ტკივილისა და მწუხარების მონა ვხდები.
ნუთუ ჩვენზე არ იფიქრა
როგორ დაგვტოვა😭
😢😢
ყველას უყვარხარ! ყველას გულში უდიდესი ჭრილობა დატოვე! ყველასთვის დიდი ტკივილი ხარ!
რატომ? იმიტომ, რომ საუკეთესო ხარ! ❤️

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!