შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”სინამდვილეში ამიტომ ვიმალებოდი…” – ბადრი ესებუამ პირველი კომენტარი გააკეთა. ნახეთ რა გაამხილა...

”სინამდვილეში ამიტომ ვიმალებოდი…” – ბადრი ესებუამ პირველი კომენტარი გააკეთა. ნახეთ რა გაამხილა ბადრიმ

amindi

რამდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა დღეს დილით ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში დაიჭირეს. ის პირ­და­პირ ქუ­თა­ი­სის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბადრი ესებუა უკვე ესაუბრა თავის ადვოკატს სოსო ჯა­ნა­ში­ას, ის ბრალს არ აღიარებს. ცნო­ბი­ლია, რომ ესე­ბუა ბრალს არ აღი­ა­რებს.

ამბები.ჯი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატს სოსო ჯა­ნა­ში­ას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან მო­ი­ნა­ხუ­ლა სკან­და­ლუ­რი საქ­მის ფი­გუ­რან­ტი.

– რო­გორც ბად­რი ესე­ბუ­ამ მი­თხრა, ჯი­ქი­ე­ბის სახ­ლში ის დღეს შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც კი მათ­თან მი­ვი­და, თით­ქოს ელოდ­ნე­ნო და მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. შე­საძ­ლოა, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და ამი­ტომ. იმ ოჯახ­მა არც იცო­და, თუ მი­ვი­დო­და, რომც სდო­მო­დათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც მო­ა­ხერ­ხებ­დნენ, ვინ­მეს­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ. ჯი­ქი­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი კი არი­ან, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ბად­რი იქ ნამ­დვი­ლად არ იმა­ლე­ბო­და. დღეს გა­ვი­ცა­ნი ბად­რი და მას­თან საქ­მე­ზე დე­ტა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. რო­მე­ლი თან­ხა უნდა ეხ­სე­ნე­ბი­ნა, ის სა­ერ­თოდ უარ­ყოფს ამ და­ნა­შა­ულს, ამ­ბობს, ეს ყა­ჩა­ღო­ბა მე არ ჩა­მი­დე­ნი­აო და ბუ­ნებ­რი­ვია, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არც ყო­ფი­ლა. ესე­ბუა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხავს ამ და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბას და აპი­რებს ბო­ლომ­დე ბრძო­ლას.

– თუ თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ თვლი­და, მა­შინ რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდა მა­ნამ­დე?

– იმი­ტომ რომ, რო­გორც ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან თა­ვი­დან­ვე ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და და ჩემი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხეც იდგა, ამი­ტომ ვი­მა­ლე­ბო­დიო. ბად­რის მერე ძმაც და­უ­ჭი­რეს – ბი­ძი­ნა ესე­ბუა (რომ­ლის ად­ვო­კა­ტიც გახ­ლა­ვართ) აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­მარ­თლეს და ამის მერე იმე­დი სა­ერ­თოდ გა­და­მე­წუ­რა, რომ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ჩემს მი­მართ რა­ი­მე სა­სი­კე­თო მოხ­დე­ბო­დაო. ესე­ბუა მე­უბ­ნე­ბა, ყა­ჩა­ღო­ბის ღა­მით სახ­ლში ვი­ყა­ვი და მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და, წა­ვე­დი და და­ვი­მა­ლეო. ის შორ­საც არ წა­სუ­ლა, იქვე იყო და…

ამ­ბობს, ჩემი ძმის და­კა­ვე­ბის მერე, და­ვა­პი­რე სა­მა­ლა­ვი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორც გან­ვი­თარ­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს, მერე იმე­დი გა­და­მე­წუ­რა და აღარ გა­მოვ­ჩნდიო. მგო­ნია, რომ ის გულ­წრფე­ლია, დაც­ვა სხვას ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იტყვის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც ვფიქ­რობ, ეს კაცი ამ საქ­მეს­თან არა­ფერ შუ­ა­შია. იმა­ზე, თუ სად იმა­ლე­ბო­და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ ამა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­რებთ. მას აინ­ტე­რე­სებ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, დე­ტა­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია მის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ცე­სი 20 თე­ბერ­ვალ­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი და რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა და რა სტრა­ტე­გი­ით მი­ვუდ­გე­ბით საქ­მეს, ეს თე­მე­ბი გა­ვი­ა­რეთ..

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!