გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მამაკაცმა სავარაუდოდ სანადირო თოფით ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი უცნობია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.