ლანჩხუთში სტიქაროსნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთი სტიქაროსანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ აცანაში მოხდა.
ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელმაც დაჭრილი ლანჩხუთში წაიყვანა, ამბობს რომ სტიქაროსანი (მამუკა წიკლაური) დაჭრილი იყო.
„რომ გავედი იმ ბიჭმა მითხრა, მამაო, თუ შეიძლება თუ შეიძლება ლანჩხუთში ჩამიყვანეო. მე მივიყვანე ლანჩხუთში და აქვე შევალო მითხრა, რაღაცო მტკივაო გვერდიო მითხრა, ჩემი ცოლი მოიყვანეო. წავედი, დავტოვე და თავისი ცოლი მივიყვანე. მე არ ვიცოდი, მე რა ვიცოდი დაჭრილი რომ იყო? მამუკა წიკლაური არის ჩემი სტიქაროსანი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი დაჭრილი რომ იყო, წირვაზე ვიყავი-მეთქი გეუბნები. ტრაპეზზე არ მომხდარა ეს, პატრულმაც იცის, ყველამ იცის, რომ ეს მოხდა სოფლის ცენტრში. საავდმყოფოს გვერდზე დავტოვე და მთხოვა მე შევალ ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. წავედი ცოლი მოვუყვანე", - ამბობს ის „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ექიმის თქმით, დაზიანებული იყო მუცლის ღრუ. პაციენტი კლინიკაში თავისი ნებით მივიდა.
„პრაიმტაიმი“ დეტალებს არკვევს.