შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაიცოდით, რომ ბანაობის დროს ჩვილი გოგონასთვის წყლის გადავლების წესი განსხვავებულია? - რჩევები...

იცოდით, რომ ბანაობის დროს ჩვილი გოგონასთვის წყლის გადავლების წესი განსხვავებულია? – რჩევები პედიატრი თემურ მიქელაძისგან

amindi

​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის სწორად დაბანის წესებზე ისაუბრა:

„ადრეული ასაკის ბავშვი უნდა დაიბანოს დღეში ერთხელ. დაბანის დროს ბავშვის დაჭერის მანერაში არანაირი განსხვავება არ არის გოგოსა და ბიჭს შორის, მაგრამ როდესაც წყალს ვავლებთ, იმისთვის, რომ ადრეული ასაკის გოგონებში არ განვითარდეს საშარდე გზების ინფექცია, ბავშვი უნდა დავიკავოთ ზურგზე და ვეცადოთ, რომ ჭიპიდან პირიქით ქვემოთ ჩავბანოთ, რომ უკან არსებული ფეკალიები ზემოთ არ ამოვიტანოთ. რაც შეეხება ბიჭს, როგორც გინდათ ისე ჩაბანეთ. ბანაობის შემდეგ შეგვიძლია ბავშვს 2-3 ლიტრა წყალი გადავავლოთ.

ბავშვისთვის უნდა შევარჩიოთ საპონი, რომელიც თვალს არ წვავს. ბავშვს ჩვეულებრივად ამშრალებთ. კარგად გაამშრალეთ ყურის უკანა ნაწილი, ნაკეცები და შორისის მიდამოები. ყური ბავშვს უნდა გამოწმინდოთ ჩვეულებრივი ბამბის ტამპონით და არა ყურის ჩხირებით,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!