ჯეიმს ვების ტელესკოპმა უზარმაზარი კოსმოსური ტარანტულა გადაიღო. ვების ტელესკოპმა ნისლეულის სტრუქტურისა და კომპოზიციის დეტალებიც დაადგინა; ასევე ათობით მიმდებარე გალაქტიკაც დააფიქსირა. ინფორმაციას NASA ავრცელებს.
პლანეტათაშორის ღრუბელს სახელად 30 Doradus-ს მეტსახელად ტარანტულას ნისლეული მტვრის ძაფების გამო ეწოდა, რომლებიც წინა ტელესკოპით გადაღებულ სურათებზე ჩანდა. ნისლეული 161 000 სინათლის წლის მანძილზე, უზარმაზარი მაგელანური ღრუბლის (Large Magellanic Cloud) გალაქტიკაში მდებარეობს. ის არის ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავთ წარმომქმნელი რეგიონი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ირმის ნახტომთან, ჩვენს გალაქტიკასთან და ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ცხელი და მასიური ვარსკვლავების სამყოფელს წარმოადგენს.