მთავარისაზოგადოებარატომ მივიდა ჟურნალისტი გიორგი კეკელიძესთან პრაიმჰაუსის თაობაზე - გიორგის პრაიმჰაუსში ვიხილავთ?!
თვითფრინავის ბილეთები

რატომ მივიდა ჟურნალისტი გიორგი კეკელიძესთან პრაიმჰაუსის თაობაზე – გიორგის პრაიმჰაუსში ვიხილავთ?!

დღეს ერთმა გოგონამ დამირეკა და ბრძანებითი კილოთი მითხრა: ესა და ეს ჟურნალისტი ვარ და ,,პრაიმ-ჰაუსზე” თქვენი აზრი მოგვახსენეო. ხმის კოჭებშივე ეტყობოდა, დაახლოებით ასეთ პასუხს ელოდა: ,,აბა, ამ მდარე შოუზე ლაპარაკს როგორ მკადრებთ, მხოლოდ ერთი წუთით შევხედე და სრულიად საკმარისი იყო მეტი აღარ მენახა და სხვანი”. მე კი გრძელ გზაზე ვიდექი და დაწვრილებით მოვუყევი ლენუკას, გოგას, ბაგირას, სალის, გურამის, თამაზას და კოსტას და სხვათა შესახებ. ვერ დავინახავდი, მაგრამ მკაფიოდ ვიგრძენი, სახეზე გაკვირვებამ და ცოტა წყენამაც გადაურბინა. ერთი ეგ იყო, საუბრის დასასრულს, ჩემში პროფესიულმა ,,პაკაზუხობამ” იმძლავრა და უაღრესად მოკრძალებული გულისტკივილი გამოვხატე, რომ ,,მთვრალი ხომალდი” კარგა ხანია არტურ რემბოს ლექსია და ხალხს კოსტა სანიკიძის ჰგონია. მაგრამ ეგ არაფერი, მე კოსტას და ხალხსაც ყველაფერს ვაპატიებ.

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით