საზარელი ავარია მოხდა ცოტახნის წინ სიღნაღში. ნუკრიანი – ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მსუბუქი ავტომობილი თოვლიან გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ავტომობილში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, 60 წლამდე ასაკის ქალი, ადგილზე გარდაიცვალა.
სამწუხაროდ ორი მგზავრი ასევე საავადყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი მძიმედ არის დაშავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.
ფოტო პირობითია