კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვამეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა - რაც უფრო დიდი საჯდომი გაქვთ, მით უფრო ჭკვიანი...

მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა – რაც უფრო დიდი საჯდომი გაქვთ, მით უფრო ჭკვიანი ხართ

amindi
დიდი საჯდომის მოყვარულებს გაუხარდებათ, რადგან აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია საჯდომი მით გამჭრიახია მისი მფლობელის გონება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს დიდსაჯდომიანი ქალები მხოლოდ ამ ''ღირსების'' გამო არ უყვართ. საქმე უფრო სერიოზულადაა. ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ კარგი დუნდულების მქონე ქალი ჭკვიან შვილებს გაუჩენს. პირველ რიგში შედეგის თანახმად - დიდი დუნდულების მქონე ქალები, როგორც წესი უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეზე არიან, ვიდრე გამხდრები.

 

ვლევაში ყველა ასაკის, 16 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ დიდსაჯდომიანი ქალის სხეულში მეტი რაოდენობით ცხიმმჟავა, ომეგა-3 შეინახება, რაც ტვინთან პირდაპირკავშირშია და დიდ გავლენას ახდენს მისი განვითარების პოტენციალზე. ასე ის გაცილებით ჭკვიანია, თანაც ფეხმძიმობისას ან ძუძუთი გამოკვებისას შვილებსაც ამ მჟავას გადასცემს.

 

დიდ დუნდულიანი ქალების სისხლში ქოლესტერინის დონეც დაბალია, მეტაბოლიზმი დაჩქარებულია, სხეული მეტად მოქნილია და შაქარსაც კარგად გადაამუშავებს. შესაბამისად, ასეთ ქალებს დიაბეტით დაავადების ან გულის პრობლემების ნაკლები შანსი აქვთ. გარდა ამისა ამ ქალების სისხლში დიდი რაოდენობითაა ჰორმონი "ლეპტინი", რომელიც არეგულირებს სხეულის წონას. ამიტომ, მათ ზედმეტი წონის საშიშროებაც ნაკლებად ემუქრებათ. არსებობს მოსაზრებები, რომ იშვიათად ცივდებიან და საერთო ჯამში დიდხანს ცოცხლობენ. მოკლედ, გშურდეთ დიდსაჯდომიანი ქალების და არა დიდმკერდიანების.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!