კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება1300-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან - ნახეთ, ვინ მოხვდება სიაში

1300-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან – ნახეთ, ვინ მოხვდება სიაში

amindi

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1300-მდე ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება  და 2022 წელს, სოფლად სახლი 2 500-მდე ოჯახს გადაეცა.

სამწლიან პერიოდში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!