ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"კარგია, როდესაც ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს...

“კარგია, როდესაც ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს როდის იყო” – მამუკა მამულაშვილი

amindi

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა 24 დე­კემ­ბერს, შო­ბის წინა დღეს ხერ­სო­ნი ბარ­ბა­რო­სუ­ლად და­ბომ­ბეს. რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ომის მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლი და შუ­რის­ძი­ე­ბაა ხერ­სო­ნე­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ოკუ­პა­ცი­ას და მთელ მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცეს, რომ ხერ­სო­ნი უკ­რა­ი­ნაა. ხერ­სო­ნი და და­ნარ­ჩე­ნი უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თის­გან სა­ა­ხალ­წლო­დაც ელის მსგავ­სი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

უფრო ვრცლად იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ უკ­რა­ი­ნა­ში და რო­გო­რია ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის გან­წყო­ბა, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილი გვე­სა­უბ­რე­ბა. მან ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, ambebi.ge-ს გა­მო­კი­თხვა­ში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც წლის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ, მე­სა­მე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა.

- რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა და­ბომ­ბონ რუს­მა ტე­რო­რის­ტებ­მა უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, მა­ინც ვერ შე­ა­ში­ნე­ბენ. ხალ­ხი ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არის. არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­ბი ამ­ზა­დე­ბენ კი­ევ­ზე თავ­დას­ხმას, ჩვენ ამის­თვის მზად ვართ.

- პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ვა­შინგტონ­ში ვი­ზიტ­მა და ამე­რი­კის მხრი­დან სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ახა­ლი პა­კე­ტის და­პი­რე­ბამ რა გან­წყო­ბე­ბი შექ­მნა უკ­რა­ი­ნა­ში?

ასევე დაგაინტერესებთ

რუსი აგრესორების ქართველი რისხვა - 14 წლის ასაკში ბრძოლა აფხაზეთში და 3-თვიანი ტყვეობა: "ერთხელაც გავიგეთ, რომ მამუკაც გაიპარა, დედამ მამას მიაწვდინა ხმა, რომ ისიც აფხაზეთში იყო"

"სადაც საშუალება მექნება, იქ ვიბრძოლებ რუსების წინააღმდეგ. არ მაღელვებს მაგათი გამოგზავნილი მკვლელები" - მამუკა მამულაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

- ამე­რი­კი­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად იმე­დის­მომ­ცე­მი იყო. ახლა მთა­ვა­რია, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლის და­ბა­ლი მო­ტი­ვა­ცია არც ადრე იყო, მაგ­რამ ამ შეხ­ვედ­რამ კი­დევ უფრო მე­ტად აა­მაღ­ლა ჩვე­ნი საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა. მარ­თლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფი­ნან­სუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა, სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის მი­საღ­წე­ვად.

- ზე­ლენ­სკი ჯერ კი­დევ არ იყო ვა­შინგტონ­ში ჩა­სუ­ლი, რომ მოს­კოვ­ში მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­ხა­ტეს. პუ­ტინ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი მზად­ყოფ­ნა­შია და ისიც აღ­ნიშ­ნა, - ვი­ცით, რა­ღაც მოძ­რა­ო­ბე­ბია მარ­ჯვნივ, მაგ­რამ ეს ჩვენს გეგ­მებს არ ცვლის, ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბაო...

- რუ­სებს რა­კე­ტებს 24 თებრვლი­დან ის­ვრი­ან და ასე­თი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ და ვერც გა­აკ­ვირ­ვე­ბენ. სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, რუ­სებს არც აქვთ რე­ა­ლუ­რად ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა ია­რა­ღის მო­დი­ფი­კა­ცია მი­დის, უბ­რა­ლოდ, ცდი­ლო­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღი მი­ამ­სგავ­სონ ბა­ლის­ტი­კურს. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბა უკვე მძი­მე დღე­შია. სა­ო­მა­რი რე­სურ­სი აღარ ჰყოფ­ნით, უბ­რა­ლოდ პრო­პა­გან­დას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კარ­გად. პუ­ტი­ნიც შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. ამ­გავ­რი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცდი­ლობს გა­მოძ­ვრეს ომი­დან, რო­მე­ლიც თა­ვად წა­მო­ი­წყო.

- ბირ­თვუ­ლი ომის საფრ­თხეს გა­მო­რი­ცხავთ და ფიქ­რობთ, რომ კრემ­ლი­დან, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მხო­ლოდ შან­ტა­ჟია?

- რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და პირ­ველ რიგ­ში, პუ­ტი­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მათ­გან გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ მოს­კო­ვი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით მა­ნი­პუ­ლი­რებს. პუ­ტინ­მა მშვე­ნივ­რად იცის, თუ რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მთე­ლი რუ­სე­თის­თვის, მის მიერ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას.

- რას ფიქ­რობთ, რო­დის დაჯ­დე­ბა ზე­ლენ­სკი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, რო­გო­რია თქვე­ნი ფსო­ნი და სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი?

- ღრმად მწამს, რომ ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი, რაც პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ შე­იძ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან გა­ნი­ხი­ლოს, ეს არის რუ­სე­თის კა­პი­ტუ­ლა­ცია და უკ­რა­ი­ნის სრუ­ლი დე­ო­კუ­პა­ცია. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სებ­მა ყვე­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ მო­ა­ტყუ­ეს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ უკვე იცი­ან, რომ რუსი არ არის ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ენდო, რო­მელ­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბას აზრი აქვს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა აღარც შედ­გე­ბა. ბა­ი­დენ­მა გან­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას ფი­ნან­სუ­რა­დაც და­ეხ­მა­რე­ბა და ტექ­ნი­კი­თაც მა­ნამ­დე, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნას ეს დას­ჭირ­დე­ბა. ასე რომ, ფსო­ნი მა­ღა­ლია.

- მეს­მის, რომ რთუ­ლი დღე­ე­ბის მო­ლო­დინ­ში ხართ, მაგ­რამ მა­ინც უნდა გკი­თხოთ, რო­გორ შეხ­ვდე­ბით ახალ წელს?

- აღ­ვნიშ­ნავთ ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ვნიშ­ნავ­დით, უბ­რა­ლოდ, ალ­კოჰოლს არ ვსვამთ. ambebi.ge-ის და ზო­გა­დად, "კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­მომ­ცემ­ლო­ბას, ასე­ვე თქვენს მკი­თხველ­სა და მსმე­ნელს, გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა ახალ წელს, გა­მარ­ჯვე­ბას და მშვი­დო­ბას გი­სურ­ვებთ. გა­სა­გე­ბია, რომ მძი­მე წელი იყო, რო­გორც უკ­რა­ი­ნის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ რუ­სებს ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში და­ვა­მარ­ცხებთ და ნამ­დვილ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ვი­პო­ვებთ.

- იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ ახა­ლი წელი, რო­მე­ლიც თქვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო...

- ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე აე­წყო, რომ ახალ წელს დიდ­წი­ლად ომში ვხვდე­ბი. ომში კი მუ­დამ იღუ­პე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და... გან­წყო­ბაც არ არის... კარ­გია, რო­დე­საც ახალ წელს ოჯახ­ში ხვდე­ბი, მაგ­რამ არც კი მახ­სოვს, ეს ბო­ლოს რო­დის იყო. რამ­დენ­ჯერ­მე პირ­და­პირ მა­ტა­რე­ბელ­ში მო­მი­წია ახალ წელ­თან შეხ­ვედ­რა. აქე­დან სამ­ჯერ, ფრონ­ტის ხაზ­ზე მივ­დი­ო­დი.

- ე.ი. ომი და­გე­ბე­დათ...

- ასე გა­მო­დის, დამ­ბე­დე­ბია, 30 წე­ლია ომში ვარ... რა­ღაც უნდა ვი­ღო­ნო, რომ ამ ახალ წელს მა­ინც აღარ და­მე­ბე­დოს...

- სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბის გჯე­რათ?

- კი, რო­გორ არა. სურ­ვი­ლე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი მეც მაქვს. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს. არ მინ­და, ჩემი ხალ­ხი პო­ლი­ტი­კურ წნეხს ეგუ­ე­ბო­დეს. მარ­თლა არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა, ნება არა­ვის არ უნდა გა­ა­თე­ლი­ნოს.

- პი­რა­დი სურ­ვი­ლე­ბი არ გაქვთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დი სურ­ვი­ლე­ბი გვერ­დზე მაქვს გა­და­დე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, რომ მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს ვა­კე­თებ...

- უკვე დიდი ხა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობთ, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გმი­რის წო­დე­ბაც მო­გა­ნი­ჭეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებთ?

- მე სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლი ვარ. აქ იმი­ტომ ვიბ­რძვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ შე­ე­ხოს რუ­სუ­ლი ტე­რო­რი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!