ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაქალიშვილობა ნარკოზის ქვეშ დავკარგე. განსაკუთრებული ზიზღი დედის მიმართ გამიჩნდა..

ქალიშვილობა ნარკოზის ქვეშ დავკარგე. განსაკუთრებული ზიზღი დედის მიმართ გამიჩნდა..

amindi
26 წლის თაკოს მოწერილი წერილი სრული კოშმარია. ალბათ ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ასეთი რაღაცები ქვეყანაში რეალურად ხდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მსხვერპლი ძირითადად ქალია. თაკო: დღეს ხშირად საუბრობენ ქალების მიმართ გახშირებულ ძალადობაზე, მაგრამ იმას არავინ აღიარებს, რომ ახლა არ დაწყებულა და უკვე ბევრი წელია რაც ჩვენზე ძალადობენ. ეს კი მაშინ იწყება, როდესაც პატარა, საყვარელი ბავშვები აღარ ვართ და ვიზრდებით.

 

9 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა, თუმცა იმ კაცს მამას ვერ დავარქმევ. სხვა ოჯახი ჰყავდა და ჩვენთან იშვიათად მოდიოდა. ასაკის მატებასთან ერთად გავაცნობიერე, რომ დედისთვის კარგი იარაღი ვიყავი, რომ დაფეხმძიმებით მისთვის ოჯახი დაენგრია, მაგრამ არ გამოუვიდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ ჩვენთან მოსული მამა მოვალეობას იხდიდა. ნათესავებიდან არავინ მოდიოდა ჩვენ სანახავად, დედა ამ საქციელისთვის ყველამ გარიყა და ერთადერთი ბებია გვაკითხავდა კვირაში ერთხელ. შვილი ვერ მიატოვა, თუმცა ბაბუას დიდი ხანი უმალავდა რომ დედაჩემს შეურიგდა. გარეგნულად ძალიან ლამაზი ვიყავი, გამორჩეული ლურჯი ფერის თვალები მქონდა. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ დედას ერთ-ერთი დაქალის შვილი განსაკუთრებულად აქტიურობდა.

 

მაშინ 14 წლის ვიყავი, გუჯა 17-ის. დედა ჩვენთან სტუმრობას არ უშლიდა და ხშირად მარტო გვტოვებდა. ერთ საღამოს დედა დამელაპარაკა, მითხრა, ძალიან ლამაზი ხარ და მეშინია ვინმემ არ მოგიტაცოს. მინდა, ადრე ჩაგაბარო პატრონს და მეც დავწყნარდეო. სასიძო უკვე შერჩეული ჰყავდა გუჯას სახით. ვაღიარებ, ძალიან გამიხარდა. მაშინ ჩემი ასაკის გოგონების გათხოვება მოდასავით იყო. იმ წელს ჩემი ორი კლასელი გოგონა მოიტაცეს და კლასში ყველას გვშურდა. თან მომავალი ქმარი მომწონდა, ძალიან ლამაზი ბიჭი იყო. მაშინვე დავთანხმდი და როგორც კი მერვე კლასი დავამთავრე, 14 წლის ასაკში გავთხოვდი. ძალიან დიდი ქორწილი გადაგვიხადეს, თუმცა მანამდე ერთი თვე დანიშნულები ვიყავით. ჩემმა სკოლის დირექტორმა რომ გაიგო, დედას დაურეკა და სასტიკად გალანძღა. ბებიაც ტირილით მოვიდა და ეჩხუბა. დაემუქრა, ამ ბავშვს თუ გაათხოვებ, ამ სახლში არასოდეს მოვალო. დედას არაფრის გაგება არ უნდოდა. ქორწილის ღამე დღეს როგორც ჯოჯოხეთი ისე მახსენდება. არ მინდა დეტალების მოყოლა, მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა გამიჭირდა. ერთი კვირა საიდუმლოდ ვინახავდით ამ ამბავს და ბოლოს გუჯამ მამამისს გაუმხილა და ყველამ გაიგო. ექიმთან დედამ წამიყვანა, მახსოვს, პრობლემა რომ გაიგო გინეკოლოგმა როგორი ზიზღით შეხედა დედას და უთხრა, ამ პატარა ბავშვს როგორ ათხოვებდი, ქალი არა ხარო. ბოლოს რაღაც ნემსი გამიკეთეს და რომ გავიღვიძე ყველაფერი დამთავრებული იყო. ქალიშვილობა ნარკოზის ქვეშ დავკარგე. ორი თვე ოჯახის წევრებს თვალებში ვერ ვუყურებდი. განსაკუთრებული ზიზღი დედის მიმართ გამიჩნდა. ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს სხვა უბედური გოგონების ყოფას. 17 წლისას უკვე ორი შვილი მყავდა. მთელი დღეები სახლში ვიჯექი და მეუღლეს უკვე საყვარელიც ჰყავდა. თავიდან გუჯა მხოლოდ მიყვიროდა, მერე ცემაზეც გადავიდა. ერთ დღეს ყელში ამომივიდა და დედის სახლში დავბრუნდი. ქმარს უკვე მობეზრებული ვყავდი და უკან არ გამომკიდებია. ცოტა ხანს დედა მინახავდა, შემდეგ ბავშვები დავუტოვე და ექვსი წელია იტალიაში ვცხოვრობ. სხვა ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით გამიმართლა. ძალიან კარგ ოჯახში დამხმარედ ვმუშაობ და არაფერს მაკლებენ. წელიწადში ორი თვე შვებულებასაც მაძლევენ. დღეს ბედნიერი ვარ, მაგრამ წარსულის ჯოჯოხეთი არ მასვენებს. მამაკაცის დანახვაც აღარ მინდა, არ ვიცი, ოდესმე ვინმე თუ შემიყვარდება და გათხოვებაზე ვიფიქრებ. გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.. ყურადღება: ფოტო პირობითია
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!