შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებაძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული - 42 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­წყვი­ტა - მარიან ბერიძის სკანდალური...

ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული – 42 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­წყვი­ტა – მარიან ბერიძის სკანდალური ცხოვრების ისტორია

amindi

მუ­სი­კო­სი მა­რი­ნა ბე­რი­ძე გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც 42 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხი და­ენგრა. მისი მე­უღ­ლე მუ­სი­კათმცოდ­ნე ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი იყო. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე ბე­რი­ძე არ სა­უბ­რობ­და. ამ­ბობს, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის რწმე­ნა და­ა­კარ­გი­ნა.

"გაბ­რა­ზე­ბა გა­დის გუ­ლის­წყვე­ტა არა. ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული - 42 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­წყვი­ტა. მე მაქვს თვი­სე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩემს თავ­ში უნდა ვი­პო­ვო შეც­დო­მა, რომ წყნა­რად ვი­ცხოვ­რო. მე ეს შეც­დო­მა ჩემს თავ­ში ვი­პო­ვე - ძა­ლი­ან ბევ­რი დრო და­ვუთ­მე ჩემს საქ­მეს. ის, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვი­ყა­ვი, ესეც ღლი­და მას. არ არ­სე­ბობს კაცი, რო­მე­ლიც ამას წყნა­რად აი­ტანს. დიდ­ხანს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მე ვი­ძახ­დი, რომ ის იყო ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­მიქ­ვამს-თქო.

ვთვლი, რომ მა­შინ მე­უღ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ჰქონ­და. ეს 90-ია­ნე­ბი­დან წა­მო­ვი­და. მერე ისე მოხ­და, რომ 3 სამ­სა­ხუ­რი ერ­თად მქონ­და, 5 პრო­ექ­ტი, სახ­ლში ღამე მოვ­დი­ო­დი, დი­ლით გავ­დი­ო­დი... ის ვერ მე­ტყო­და, სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბეო" - ყვე­ბა მა­რი­ნა ბე­რი­ძე.

მუ­სი­კათმცოდ­ნე ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვილ­მა მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძეს­თან და­ი­წყო. მა­რი­ნა ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე 8 წე­ლია არ უნა­ხავს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!