პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა10 ფრაზა, რომლითაც მამაკაცები ქალებს ლოგინში იტყუებენ - ნახეთ ვრცლად

10 ფრაზა, რომლითაც მამაკაცები ქალებს ლოგინში იტყუებენ – ნახეთ ვრცლად

amindi
ვინც ინფორმირებულია, შეიარაღებულია – დაიმახსოვრეთ მამაკაცის მთავარი სატყუარები. დამტკიცებულია, რომ ქალებს “სმენით უყვართ”, მამაკაცებს კი ისეთი ფრაზების თქმა შეუძლიათ, რაც ქალებს თავგზას უბნევთ. “ჩაიზე არ დამპატიჟებ, 10 წუთით ამოვალ” – ამ ფრაზას ყველაზე რომანტიკული საღამოს გაფუჭებაც კი შეუძლია. თითქოს მარტივი სიტუაციაა, ადამიანი ჩაის გთხოვს, მაგრამ ქვეტექსტში იკითხება: “ასეთი საღამოს შემდეგ, რომელიც მე შენ გაჩუქე, გვექნება თუ არა სექსი?” თამამად დაპატიჟეთ “ჩაიზე” თუ გრძნობთ, რომ მზად ხართ. თუ გეჩვენებათ, რომ ჯერ “ჩაისთვის” ნაადრევია, მისი “დალევა” შემდეგი შეხვედრისთვის შესთავაზეთ. ხოლო, თუ არ გეცოდინებათ რა იმალება მის ფრაზაში, მართლა მიიპატიჟებთ ჩაიზე და სექსზე უარს განუცხადებთ, იგი გულუბრყვილო და გამოუცდელ ქალად ჩაგთვლით. “ჩემთან გეპატიჟები ფილმის სანახავად” – თუ ჯერ სექსი არ გქონიათ, ეს ფრაზა ნიშნავს, რომ შინ სექსისთვის გეპატიჟებათ. შეიძლება კარშივე არ მოგახტეთ, მაგრამ ჯერ თქვენთვის სასიამოვნო ფილმს ჩაგირთავთ, განწყობა რომ შეგიქმნათ, შეიძლება ღვინითა და სანთლებითაც იყოს “შეირაღებული” და ბოლოს, მის საწოლში აღმოჩნდებით. “წამო, წამოვწვეთ” – ეს ფრაზა უფრო თინეიჯერ ბიჭებს ახასიათებთ, რადგან გამოცდილმა მამაკაცებმა იციან, რომ “ისე” არც ერთი ქალი არ წამოუგორდებათ გვერდით.

 

“შენს თავს არავის დავუთმობ” – ბრაზილიური და თურქული სერიალების შეყვარებული გმირების მთავარი ფრაზაა. იცით, რა უნდა იყოს თქვენი საპასუხო ფრაზა: “მეგონა უფრო ორიგინალური იყავი, თურმე შენც სერიალებს უყურებ”… “მუდამ შენ გვერდით ვიქნები” – იმავე სერიალების მოყვარულთა ფრაზა. საიდან იცი რა მოხდება მომავალში, ექსტრასენსი ხარ? ადამიანები, რომლებიც დიდი სიყვარულით ქორწინებიან, შვილებს აჩენენ, ისინი შორდებიან და შენ რა იცი, რა მოხდება ერთი წლის შემდეგ. ამ ფრაზის მთქმელზე ორიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. პირველი: ან მართლა ძალიან შეყვარებულია და გრძნობამ გონება დაუბინდა, ან გულუბრყვილო გოგონებისთბის თავბრუსდახვევა მისი საყვარელი გასართობია. “ჩემი ოცნების ქალი ხარ” – საუკეთესო ფრაზაა საკურორტო რომანის დასაწყებად. თანაც იმ შემთხვევაში, თუ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს. რადგან საკუთარი ნაკლის შესახებ თქვენზე უკეთესად არავინ იცის, ის კი ან გაშაყირებთ, ან ჰგონია, რომ რადგან ყურადღება მოგაქციათ, თქვენთვისაც ოცნების მამაკაცი გახდება. “შვილებზე ვოცნებობ და სერიოზული ურთიერთობისთვის ვარ მზად” – თუ მამაკაცი 40 წლისაა და ჯერ დაქორწინებული არ ყოფილა, შეგიძლიათ ენდოთ. მაგრამ არ დაგაეჭვებთ, რატომ აქამდე არ დაქორწინდა?.. რაც არ უნდა იყოს, ეს ფრაზა იმაზე მეტყველებს, რომ მამაკაცი სექსისთვისაა მზად. სურს თქვენი ნდობა მოიპოვოს, რათა მალევე დაიკმაყოფილოს თავისი სურვილი. “ჯერ არ წავსულვარ და უკვე მენატრები” – თუ მამაკაცს დროსა და მანძილის სიშორის დროსაც ენატრებით, შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ თუ მხოლოდ ერთად ყოფნისას, ინტიმური გარემოს ვითარებაში “ენატრებით” დარწმუნებული იყავით, რომ თქვენისთანა კიდევ რამდენიმე ჰყავს და ყველას ერთნაირად ახვევს თავბრუს.

 

“გამაცანი შენი მშობლები” – დარწმუნებული ხართ, რომ სექსამდე მამაკაცს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, – თქვენი მშობლები გაიცნოს?! უკომენტაროდ… “ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის მჯერა” – გენიალური მიგნებაა, ვერაფერს იტყვი. სინამდვილეში, სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხულ მამაკაცთა 90 პროცენტს არ სჯერა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის. მამაკაცი ქალს მხოლოდ სექსისთვის აღიქვამს. რაზე უნდა გესაუბროთ: კარგით მანქანებზე, სასმელზე, ნადირობა-თევაზობაზე, მაგრამ იმაზეც, როგორ აბამს ქალებს და ვისთან ჰქონია სექსი? თუ გგონიათ, რომ თქვენი, ქალური ისტორიები აინტერესებს? ერთი სული აქვს დაქალების საიდუმლოებები დაგტყუოთ, რომ მერე მათი შებმა გაუადვილდეს. თუმცა, ზოგიერთ მამაკაცს სხვა განზრახვაც ამოძრავებს: გახდეს ქალის საუკეთესო მეგობარი, მოიპოვოს მისი ნდობა და როცა საქმე საქმეზე მიდგება, სექსის მერე გამოგიცხადოთ, მერე რა მოხდა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მე ხომ განუგეშებდი, როცა შენ შეყვარებულს დაშორდი, შენც მანუგეშე, როცა საჭიროა. თანაც. მეგობრობა-მეგობრობაში მამაკაცს შეიძლება მიეჩვიოთ, შეგიყვარდეთ და სექსი თქვენთის ურთიერთობის მოდევნო ეტაპზე გადასვლა აღმოჩნდეს.
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!