სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ემიგრანტი უცხოეთში, ავტობუსის გაჩერებაზე, უგონო მდგომარეობაში, გაყინული იპოვნეს.
ემიგრანტი ნანი კორძაია მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებს და საბერძნეთში თბილისელი თეონა თევზაძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, მისი თქმით თეონა თევზაძე დილით უნდა გაფრენილიყო ქუთაისის აეროპორტში,
მაგრამ უეცრად ცუდათ გახდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. მოუწოდებს ემიგრანტებს თუ ვინმეა ახლო-მახლო მივიდნენ და ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდა გოგონას. “პათოლოგიის განყოფილებაში იპოკრატიოს სავადმყოფოში იმყოფება ქართველი გოგო 30 წლის უგონო მდგომარეობაში თეონა თევზაძე იქნებ ვინმე იცნობდეთ ან მიაკითხოთ დილას უნდა გაფრენილიყო ქუთაისის რეისით გთხოვთ გადააზიარეთ იქნებ ახლობელმა ნახოს”