შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა"დროა სიმართლე ვთქვა... 3 წლის შემდეგ კი მისი საფლავი გავხსენი და შიგნით...

“დროა სიმართლე ვთქვა… 3 წლის შემდეგ კი მისი საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა”

amindi

“ახლა რასაც წაიკითხავთ, ძალიან მძიმეა.
85 წლის უსაყვარლესი ბაბუა, რომელიც შვილიშვილს ეძებს, დამიკავშირდა ტელეფონზე და მიამბო თავისი ისტორია. მისმა მონაყოლმა შემძრა და მორალურად გამანადგურა, ორი დღე გავიდა და როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალები, რომ ეს ამბავი დავწერო
23 წელია ეს უსაყვარლესი ადამიანი ამ ამბავს დაატარებს, ამხელა სევდას, დარდს, გაურკვევლობას მარტო უმკლავდება. მისი ემოციური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საუბრის გაწყვეტა გვიწევდა ხოლმე, რადგან ცრემლები ერეოდა და საუბარი აღარ შეეძლო.

მისი ისტორია ასეთია:
“ჩემი შვილიშვილი ბიჭი დაიბადა 1998 წლის 10 დეკემბერს, ნახალოვკაში #1 სამშობიაროში. ბავშვი იყო შავგვრემანი, ჯანმრთელი, თუმცა მეორე დღეს გვითხრეს, რომ გარდაიცვალა. მე დავამზადებინე პატარა ჩასასვენებელი და

12 დეკემბერს მივედი სამშობიაროში, რათა ბავშვის ცხედარი წამოგვეღო, სადაც დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს, არ მატანდნენ. მე დიდი ამბები ავტეხე, როდესაც შეატყვეს, რომ ცარიელი ხელებით არ წავიდოდი, მითხრეს, რომ წავსულიყავი და ზეწარი მომეტანა, რაშიც ბავშვის ცხედარს გაახვევდნენ და გამომატანდნენ. როდესაც ზეწარი მივიტანე, მანქანა უკანა კართან მიმაყენებინეს და ჩქარ-ჩქარა გამომიყვანეს ბავშვი, რომელიც არა ჩემს მიტანილ, არამედ სხვა ზეწარში იყო გახვეული. მე არ გამიხსნია და არ მინახავს, რა იყო. პირდაპირ პატარა სასახლეში ჩავასვენე და წამოვედი. დავკრძალეთ თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე.
3 წლის შემდეგ ოჯახური გარემოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა რომ სხვა სასაფლაოზე გადამესვენებინა ჩემი შვილიშვილი. საფლავის ამოთხრას ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მე ვესწრებოდი. როდესაც ამოთხარეს, შავი ცელოფანი დამხვდა, რომელშიც რაღაც იყო გადახვეული, მივყევი ამ ცელოფნის გამოხსნას და ხელში ინდაური თუ ქათმის ფეხები შემრჩა! არანაირი ადამიანის თავის ქალა და ძვლები! ძალიან ცუდად გავხდი, გავნადგურდი! ჩემი შვილიშვილის ნაცვლად ქათმის ფეხები დამაკრძალინეს… მე ვერ შევძელი ეს ამბავი ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის გამემხილა. 23 წელია ამ უმძიმეს დარდს მარტო დავატარებ. არ მინდა ავაფორიაქო შვილი და მეუღლე. იმედი მაქვს, ვიპოვი შვილიშვილის კვალს და ამის შემდეგ ვეტყვი ოჯახის წევრებსაც. გთხოვთ, დამეხმარეთ შვილიშვილის მოძებნაში”, – ნათქვამია პოსტში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!