ზუგიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სავარაუდოდ, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რისთვისაც დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი.
შსს-ი განგვიცხადეს, რომ უწყება მუშაობს ფაქტზე და ამ დროისთვის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, მოზარდებს შორის გარჩევა მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 14 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.
"ოდიში ნიუსის" ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.