კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიბავშვზე ძალადობის უმძიმესი კადრები - ნახეთ რა ინფორმაცია გაავრცელა ადვოკატმა

ბავშვზე ძალადობის უმძიმესი კადრები – ნახეთ რა ინფორმაცია გაავრცელა ადვოკატმა

amindi

"ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­მა" და­ა­ნონ­სა რე­პორ­ტა­ჟი, რო­მე­ლიც რუსი მომ­ღერ­ლის ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვას მე­უღ­ლეს ეხე­ბა. კერ­ძოდ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­შია მხი­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა და სრუ­ლი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბით სარ­გებ­ლობს.

ანონ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა კონ­სტან­ტი­ნე გე­ლაშ­ვილ­მა სო­ლო­ვი­ო­ვე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი გა­ავ­რცე­ლა.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, რე­ა­ლუ­რად შვი­ლებ­ზე არა მამა, არა­მედ დედა, ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვა ძა­ლა­დობს და ამის ამ­სახ­ვე­ლი უმ­ძი­მე­სი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც არ­სე­ბობს."ვნა­ხე Nodar Meladze -ს 19 ნო­ემ­ბრის გა­და­ცე­მის ანონ­სი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ ნაც­ვლად ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სა, ჭო­რებ­ზე და ცი­ლის­წა­მე­ბა­ზეა სი­უ­ჟე­ტი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

არ მინ­დო­და ამ თე­მის ასე გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა მა­ვალ­დე­ბუ­ლებს მათი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ფაქ­ტე­ბი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ.

მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი:

1. ანონსში ნახ­სე­ნე­ბი მომ­ღე­რა­ლი ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვა ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის და წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით რუ­სეთ­ში მი­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, რის გა­მოც გა­იქ­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი.

2. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ 2022 წლის 06 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სას­რუ­ლებ­ლად აღი­ა­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის 2021 წლის 05 აგ­ვის­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვას შე­ე­ზღუ­და მშობ­ლის უფ­ლე­ბა.

3. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 2022 წლის 13 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2022 წლის 25 მარ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვას მი­მართ გა­მო­ცე­მუ­ლი დამ­ცა­ვი ორ­დე­რი იყო კა­ნო­ნი­ე­რი და დად­გინ­და, რომ ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლა­დობ­და შვი­ლებ­ზე;

4. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე სა­ლო­მე სამ­ხა­რა­ძის მიერ 2022 წლის 21 ივ­ლისს დამ­ცა­ვი ორ­დე­რის ვადა გაგ­რძელ­და სამი თვით და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 2022 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა მი­იჩ­ნია კა­ნო­ნი­ე­რად;

5. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძის 2022 წლის 30 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გინ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის არა­მარ­თლზო­მი­ე­რად გა­და­ად­გი­ლე­ბის ფაქ­ტი და გა­და­წყდა მათი დაბ­რუ­ნე­ბა რუ­სეთ­ში - სამ­შობ­ლო­ში, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 2022 წლის 09 სექ­ტემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით და­ტო­ვა უც­ვლე­ლად;

6. ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვამ 2022 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის სკო­ლი­დან გა­ი­ტა­ცა ორი შვი­ლი ვი­კტო­რია და ელი­ზა­ვე­ტა სო­ლო­ვი­ო­ვე­ბი. მა­მის­თვის უც­ნო­ბია სად არი­ან ბავ­შვე­ბი, თუმ­ცა მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იცი­ან და მი­უ­ხე­და­ვად უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბი­სა, რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დე­ნენ.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

7. ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის შემ­დეგ ძა­ლა­დო­ბა ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვამ კვლავ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ბავ­შვე­ბის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ად­გი­ნეს ე.წ. გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დობს მამა და ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­მარ­თეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ას მა­მის წი­ნა­აღ­მდეგ დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის მო­თხოვ­ნით.

8. გუ­შინ­წინ, 2022 წლის 17 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ ბავ­შვე­ბის მა­მის წი­ნა­აღ­მდეგ დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. საქ­მის გან­ხილ­ვი­სას ექ­სპერ­ტმა, ფსი­ქო­ლოგ­მა, სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა და ბავ­შვე­ბის სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბავ­შვე­ბის მამა ცუ­დად ეპყრო­ბო­და ბავ­შვებს. სხდო­მა­ზე ბავ­შვე­ბიც გა­მო­ი­კი­თხნენ. და­დას­ტურ­და, რომ ბავ­შვე­ბის მიერ მა­მის წი­ნა­აღ­მდეგ შედ­გე­ნი­ლი ე.წ. გან­ცხა­დე­ბა და ჩვე­ნე­ბე­ბი, არის მათ მი­მართ ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვას მხრი­დან იძუ­ლე­ბის შე­დე­გი.

9. 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე ჩა­ტარ­და 5 ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, მათ შო­რის ბა­ვა­ვე­ბის ად­ვო­კა­ტის Irakli Irakli -ინი­ცი­ა­ტი­ვით, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ დედა არის მო­ძა­ლა­დე და მას­თან ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა არის და­ნა­შა­უ­ლი. ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით ბავ­შვე­ბი ამ­ჟა­მად არი­ან მძევ­ლე­ბი და ში­შის ფონ­ზე იტყვი­ან ყვე­ლა­ფერს, რა­საც დედა და­ა­ვა­ლებს. ამ დას­კვნე­ბით, ვი­დეო, აუ­დიო და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვა ბავ­შვებს ცემ­და, ყელ­ში უჭერ­და, უმი­ზე­ზოდ სჯი­და, უყ­ვი­რო­და, რის გა­მოც ბავ­შვებს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ მორ­ჩი­ლი და მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

10. არ არ­სე­ბობს რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, დო­კუ­მენ­ტი ან ვა­რა­უ­დი, რომ ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვა ბავ­შვებ­ზე დღე­საც არ ძა­ლა­დობს ან არ იძა­ლა­დებს.

11. ბავ­შვე­ბის მა­მის მი­ზა­ნი არ არის ბავ­შვებს წა­არ­თვას დედა. მისი მი­ზა­ნია ბავ­შვე­ბი გა­ი­ზარ­დონ ჯან­საღ და მშვიდ გა­რე­მო­ში ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე.

12. ამ ფაქ­ტე­ბის სა­პი­რის­პი­როდ 2022 წლის 18 ნო­ემ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბავ­შვე­ბის მა­მას წა­რუდ­გი­ნა ბრა­ლი თით­ქოს ის ძა­ლა­დობ­და ბავ­შვებ­ზე და ამ მოქ­მე­დე­ბას ამარ­თლებს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი, ბავ­შვე­ბის იძუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ დავ­თან­მხდი ვრცელ ინ­ტერ­ვი­უს, tv პირ­ვე­ლის ჟურ­ნა­ლისტს გა­ვუგ­ზავ­ნე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა და და­ვუს­ვი შე­კი­თხვა: - შე­უძ­ლია ვინ­მეს თქვას რა­ტომ არი­ან დღეს უფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დულ მშო­ბელ­თან ბავ­შვე­ბი?

ან რო­მე­ლი გავ­ლე­ნე­ბის და კავ­ში­რე­ბის "სი­უ­ჟეტს" აა­ნონ­სებთ ბა­ტო­ნო ნო­დარ, რო­დე­საც თქვე­ნი აზ­რით გავ­ლე­ნი­ან კაცს ბავ­შვე­ბი წა­ართბეს და უსა­ფუძ­ვლო ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ?

ხომ არ და­ფიქ­რდე­ბო­დით რა ან ვინ იწ­ვევს იმას, რომ მო­ძა­ლა­დეს­თან არი­ან დღეს ბავ­შვე­ბი?

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი ამ მძი­მე კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის მა­მას სხვა გზა არ დარ­ჩა და ეს პოს­ტიც მისი თხოვ­ნით გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე.

არ­ცერ­თი კა­მე­რა არ არის ფა­რუ­ლი და ტა­ტი­ა­ნა სო­ლო­ვი­ო­ვამ იცო­და, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვი­დეო გა­და­ღე­ბა. ამ კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა ბავ­შვე­ბის მა­მამ იმი­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ სხვაგ­ვა­რად ვერ ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბავ­შვებს მომ­ღე­რა­ლი, ლა­მა­ზი დედა აწა­მებ­და.

ეს და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა ვი­დეო და აუ­დიო მა­სა­ლა წა­რუდ­გი­ნა ად­ვო­კატ­მა Giorgi Lekishvili -მა პრო­კუ­რა­ტუ­რას, საქ­მის კურ­სშია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც.

ხო და ბა­ტო­ნო ნო­დარ, ნუ ქმნით ე.წ. სკან­დალს ჭო­რე­ბით და იმით, რომ ვი­ღა­ცე­ებს ერ­თნა­ი­რი გვა­რი აქვთ. უფრო მეტ რე­ი­ტინგს მო­გი­ტანთ ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. იზ­რუ­ნეთ ბავ­შვებ­ზე!

და ბო­ლოს, მინ­და ვკი­თხო პრო­კუ­რორს: ვინ არის მო­ძა­ლა­დე? ვინც ამ კად­რებ­ზე ჩანს თუ ვინც ამ ძა­ლა­დო­ბის­გან ბავ­შვე­ბის დაც­ვას ცდი­ლობს?" - წერს ად­ვო­კა­ტი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!