ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გარდაცვლილი სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმაა.
“ევროპის უნივერსიტეტი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტუდენტის სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის გარდაცვალების გამო.
ის “ევროპის უნივერსიტეტში” 2021 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა და გამორჩეული თვისებებით, მეგობრული ურთიერთობებით და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით თანატოლების ყურადღება მალევე დაიმსახურა.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კურსელებს. დასანანია, როდესაც ახალგაზრდების ამქვეყნიური ცხოვრება ნაადრევად სრულდება.
სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მომხდარის გამო “ევროპის უნივერსიტეტში” ლექციები ყველა აუდიტორიაში დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო” , – ვკითხულობთ ევროპის უნივერისტეტის ფეისბუკ გვერდზე.