სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს შემდეგ ხალხის ფული ამ შემთხვევაშიც ბუღალტერმა ლეილა წკრიალაშვილმა მიითვისა. საუბარია რამდენიმე ათას ლარზე.
ხალხის ფული ამ შემთხვევაშიც აზარტულ თამაშებში გაიფლანგა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ბიუჯეტიდან დიდ ფულს მხოლოდ ერთი ბუღალტერი ვერ მოიპარავდა და ეს კარგად მოფიქრებული თაღლითური სქემაა, რომელსაც "ოცნების" მაღალჩინოსნები მფარველობენ.