ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებივარკეთილში ბავშვს მანიაკი აეკიდა და თავისთნ გაყოლას სთხოვდა - ნახეთ რა მოხდა

ვარკეთილში ბავშვს მანიაკი აეკიდა და თავისთნ გაყოლას სთხოვდა – ნახეთ რა მოხდა

amindi
"დედა, მანიაკი ამედევნაო და არ დავუჯერე, ასეთი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა" - რა მოხდა ვარკეთილში?

ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის, იძუ­ლე­ბის, მუ­ქა­რის თუ გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა მოჰ­ყვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა. რო­გორც ჩანს, შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რად­გან რამ­დე­ნი­მე საქ­მეს უკვე მი­ე­ცა მსვლე­ლო­ბა და რამ­დე­ნი­მე პირი სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს კი­დეც.

ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დე­ტა­ლებს თა­ვად ბავ­შვე­ბის დედა გვი­ამ­ბობს.

ევე­ლი­ნა ჩო­ხე­ლი:

- იმ დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში გვი­ან დავ­ბრუნ­დი. შვი­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვე, რომ გზა­ში მათ ვი­ღაც მა­მა­კა­ცი აე­დევ­ნა. ვი­ფიქ­რე, მათი შე­ფა­სე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო, რად­გან სწო­რედ იმ დღეს გაჟ­ღერ­და წე­რო­ვან­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი ამ­ბა­ვი და მე­გო­ნა, ეს მო­ის­მი­ნეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, ხოლო რაც მი­ამ­ბეს, მათი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი იყო. შემ­დეგ მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა: რომ არ მი­ვა­კი­თხე ბავ­შვებს, ხე­დავ, რა და­ე­მარ­თა­თო? ვი­ფიქ­რე ისიც სუ­ბი­ექ­ტუ­რი იყო და ამ ნათ­ქვა­მის­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­მი­ნი­ჭე­ბია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მსგავ­სი ამ­ბა­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით რომ ვრცელ­დე­ბო­და, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნდა. ეს პა­რას­კევს სა­ღა­მოს მოხ­და. მე­ო­რე დი­ლით შევ­დი­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ანა­ლო­გი­ურ ამ­ბავს ვკი­თხუ­ლობ, უკვე მე­სა­მე პი­რის მიერ მო­თხრო­ბილს. ზუს­ტად იმას ჰყვე­ბა, რაც ჩემ­მა შვი­ლებ­მა მი­ამ­ბეს. წინა ღა­მით მე­უღ­ლემ და­მი­მა­ლა, რომ იმ გო­გო­ნას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ჩემი შვი­ლე­ბი სახ­ლამ­დე მო­ა­ცი­ლა. ერთი ერ­თში ჯდე­ბო­და ბავ­შვე­ბის მო­ნა­თხრო­ბი გო­გო­ნას და­წე­რილ­თან. მე­უღ­ლე პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს, იმ ღა­მით მო­რი­გე იყო, მე­ო­რე დღეს რომ მო­ვი­და სახ­ლში, ვუ­თხა­რი, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­დეთ პო­ლი­ცი­ა­ში და გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­როთ-მეთ­ქი. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და, რად­გან წი­ნა­დღეს ასე­თი მძაფ­რი რე­აქ­ცია არ მქონ­და. ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სი­მარ­თლე არ მე­გო­ნა. იმ გო­გო­ნას ვე­ლა­პა­რა­კე, პი­რა­და­დაც მი­ამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი. ისიც მი­თხრა, იმ კა­ცის აღ­წე­რი­ლო­ბაც კი მახ­სოვს და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, ეს ამ­ბა­ვი უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვო­თო. თხოვ­ნაც არ მინ­დო­და, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვერ ვი­ტან უსა­მარ­თლო­ბას. ამის შემ­დეგ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დაგ­ვი­ბა­რეს. ბავ­შვე­ბი 4-5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იკი­თხე­ბოდ­ნენ, ჩვენც დაგ­ვკი­თხეს. კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბაც მი­დის, კა­მე­რე­ბი მიმ­დე­ბა­რე­დაც უხ­ვად არის, მათ შო­რის, ავ­ტო­ბუ­სის კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რია ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ის მა­მა­კა­ცი მერე იმ ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლას ცდი­ლობ­და, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბი ავიდ­ნენ. იქი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩა­აგ­დეს. ახლა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვაა სა­ჭი­რო, მარ­ტო ჩვე­ნი ჩვე­ნე­ბე­ბი ბევ­რს არა­ფერს წყვეტს; გა­მო­ძი­ე­ბა ვერ და­ი­წყე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლით, სა­ნამ მოწ­მე­ე­ბი არ და­ი­კი­თხე­ბი­ან. მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბით პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა უნდა მოხ­დეს.

- რა გი­ამ­ბეს შვი­ლებ­მა?

- 4 შვი­ლის დედა ვარ. 12 წლის რო­მე­ლიც არის, იმას მოჰ­ყავ­და 6 წლის პა­ტა­რა. ცეკ­ვი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ეს ადა­მი­ა­ნი ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში მეტ­რო­ში, მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში ყოფ­ნი­სას შე­ვი­და. მათ ჯერ და­ჟი­ნე­ბით უყუ­რებ­და, რა­მაც ჩემი პა­ტა­რა შე­ა­ში­ნა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ნერ­წყვი გა­დას­ცდა და ხვე­ლა აუ­ვარ­და. ძმამ წყა­ლი მი­ა­წო­და. ამის შემ­დეგ კაცი მი­ვი­და ბავ­შვთან, შე­ე­ხო და თვა­ლის გუ­გე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­უ­წყო. ჩემს უფ­როს ბიჭს უთხრა, - ეს ბავ­შვი ექიმ­თან არის წა­საყ­ვა­ნი და უნდა წა­ვიყ­ვა­ნოო. ბავ­შვმა უპა­სუ­ხა, რომ არ სა­ჭი­რო­ებ­დნენ ექიმს. დედა ექი­მია და ის მი­ხე­დავს. მა­მა­კაც­მა ამ დროს თქვა: არ ეს­მის ამ ბავ­შვს, რად­გან პა­ტა­რა­აო და ცდი­ლობ­და, უმ­ცრო­სი ბავ­შვი ძმის­თვის ჩა­მო­ე­შო­რე­ბი­ნა. უფ­როს­მა ამ დროს ხელი ჰკრა: წადი, ნუ გვა­წუ­ხე­ბო, ეძიძ­გი­ლა­ვე­ბო­და. ამის შემ­დეგ ვა­გონ­ში მყო­ფი ორი მა­მა­კა­ცი მას ეუბ­ნე­ბა: ბავ­შვებს ნუ აწუ­ხებ, შენს ად­გი­ლას და­ჯე­ქიო

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!