იტალიაში, ქალაქ მილანში სამართალდამცავებმა 21 წლის ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით ახალგაზრდა კაცის ქცევა იტალიელ პოლიციელებს უჩვეულოდ მოეჩვენათ და მისი შემოწმება გადაწყვიტეს.
შემოწმების დროს ქართველს 19 შეფუთვაში გადანაწილებული 52 გრამი მარიხუანა უპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.