მაყაშვილების ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. ოჯახიდან ყველაზე პოპულარული რუსკა მაყაშვილია. მსახიობი დები ნინუცა და რუსკა, მსახიობ დედას თამარ მაყაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ბევრმა არ იცის, რა მოხდა და სინამდვილეში რატომ არიან პოპულარული დები დედის გვარზე.
თამარ მაყაშვილმა 17 წლის ასაკში ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. მათ ორი შვილი, რუსკა და ნინუცა ეყოლათ, თუმცა 5 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მამაკაცმა სხვა ოჯახი შექმნა. თავიდან შვილებს აკითხავდა, მიჰყავდა სასეირნოდ, მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეწყდა.
ეკონომისტმა კოკა ცხვედიანმა ხატვა დაიწყო და ერთ დღეს, პირველ არხზე მაშინდელ გადაცემა „ფინჯან ყავასთან“ მხატვრის ამპლუაში მიიწვიეს. იმ გადაცემას გოგონების ბებია უყურებდა. კოკა ცხვედიანმა თქვა, რომ ქორწინებიდან ჰყავდა მას ორი შვილი, ამ შემთხვევაში მეორე ქორწინებას გულისხმობდა და რუსკა და ნინი არ უხსენებია.
დებისთვის ეს სერიოზული ტრავმა აღმოჩნდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი თუ რატომაც გადაწყვიტეს დედის გვარზე გადასულიყვნენ.
რუსკას თქმით ახლა ის გადასარევი ბაბუაა. ”ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე… თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ.” – თქვა რუსკამ