რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რომელიც დასავლეთიდან ბელარუსს, ხოლო სამხრეთიდან უკრაინას ესაზღვრება, სარკინიგზო ლიანდაგი ააფეთქეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
აფეთქება სადგურებს ნოვოზიბკოვსა და ზლინკას შორის მოხდა. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.
ეს რუსეთსა და ბელარუსში, რკინიგზაზე მომხდარი პირველი დივერსია არ არის. სარკინიგზო მაგისტრალებზე იქ დივერსიები რეგულარულად ხდება, ხოლო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს პარტიზანებს უწოდებენ და უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. ზაფხულში ბრიანსკი ოლქში რკინიგზა ერთხელ უკვე ააფეთქეს.