მოდელმა, თამუნა ვაშალომიძემ, შოკისმომგვრელი ისტორია მოყვა თავისი ცხოვრებიდან. ამ ისტორიამ მოდელის ცხოვრებაზე გარკვეული კვალი დატოვა.......
19 წლის ასაკში თამუნა ვაშალომიძე ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა, სადაც მან გაიცნო ერთი ბიჭი, რომელიც იყო სიმპათიური და მოჭიდავე. იგი თამუნას მიმართ ყურადღებას იჩენდა და მასაც მოსწონდა იგი. თამუნა ამ ბიჭს მარტო არასოდეს ნახულობდა და ყოველთვის დაქალთან ერთად ხვდებოდა ხოლმე. ერთ საღამოს, თბილისში დიდი თოვლი მოვიდა და ბიჭმა თამუნას სახლში წაყვანა შესთავაზა მანქანით. მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ბიჭმა თამუნას ბენზინის ჩასხმა მოსთხოვა:
"მქონდა სახელფასო კარტა, სადაც ხელფასი მერიცხებოდა. მე ვუთხარი, რომ წავალ ტაქსით, არ მინდა შენი წაყვანა... ჩაკეტა მანქანა ავტომატურად და მითხრა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი ან თუ გავინძრეოდი დამარტყავდა სახეში... დამიჭირა ხელები და აღარ გავაგრძელებ... არ მინდოდა და ძალით..."
ამის შემდეგ თამუნამ მოახერხა მანქანიდან გაქცევა... ტიტველი და "კურტკა" მოსხმული, აბურძგნული და ნამტირალევი, მანქანის გაჩერებას ცდილობდა და მხოლოდ ირანელებმა გაუჩერეს... გზაში მოძალადემ დაურეკა, რომელმაც გაიგო რომ თამუნა პოლიციაში აპირებდა ჩივილს. ბიჭმა ამის შემდეგ თამუნას დედას დაურეკა და უთხრა-" მე და თამუნას გვქონდა სექსუალური ურთიერთობა და არ მიჩივლოსო"...
ამის შემდეგ იყო პოლიცია, ექსპერტიზა... მოძალადის დაჭერა... თამუნას არ ჰქონდა საშუალება ადვოკატის დაქირავების... სასამართლოში მისვლის შემდეგ გაიგო, რომ იგი ცოლ-შვილიანი იყო. გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც თამუნა ყველას მხრიდან დამცირებას, ცინიზმს განიცდიდა... და ყველაზე სკანდალური აღიარება, თამუნას დედამ ფულის სანაცვლოდ შვილის ღირსება გაყიდა:
"ჩემი შვილი არის თავისუფალი ყოფაქცევის და ეს ბიჭი არ არის დამნაშავე." სასამართლომ მოძალადე გაამართლა. დედის ჩვენების საფუძველზე, თამუნა "ცრუ ჩვენების" მიცემისთვის, ციხეში მოხვედრას გადაურჩა. თამუანს დედასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და 16 წლის შემდეგ მასთან არ ცხოვრობდა.
ამ შემთხვევის შემდეგ თამუნა ვაშალომიძეს მამაკაცების მიმართ 22 წლამდე ზიზღი და შიში ჰქონდა...