უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ირინა დიდენკოს განცხადებით, უკრაინაში რუსმა აგრესორებმა გააუპატიურეს ბავშვები, ქალები, კაცები და მოხუცები. მათი ასაკი 4-იდან 85 წლამდეა.
დიდენკო ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
დიდენკოს თქმით, სამწუხაროდ, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები დაფიქსირებულია დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ყველა რეგიონში.
„სექსუალური ძალადობისგან ყველა კატეგორია თანაბრად დაზარალდა: ქალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები. რაც შეეხება ასაკს, ასეთი დანაშაულები დაფიქსირდა 4-იდან 85 წლამდე. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი შემთხვევა“, - განაცხადა დიდენკომ.