პარასკევი, დეკემბერი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერს მომავალ პარასკევს ელოდებიან

დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერს მომავალ პარასკევს ელოდებიან

frenis kompensaciafrenis kompensacia

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი გადადგა. ლიზ ტრასი აღნიშნულ თანამდებობას 6 კვირის განმავლობაში იკავებდა. დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერს მომავალ პარასკევს ელოდებიან.

ამ პროცესზე პასუხისმგებელი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, ბრიტანეთის ახალი პრემიერ- მინისტრი პარასკევს, 28 ოქტომბრამდე უნდა დაინიშნოს.

მან განაცხადა, რომ პროცესის დამატებითი დეტალები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„კენჭისყრის ჩატარება და ლიდერობის არჩევნების დასრულება პარასკევს, ეს 28 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი“, - განუცხადა ბრედმა ჟურნალისტებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება. შექმნილი პრობლემების გამო, ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები, პრობლემების მოსაგვარებლად, ფინანსთა მინისტრი შეცვალა. დღეს კი თავად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!