,,მთავარი პრობლემა საიდანაც წარმოიშვა და დაიწყო ეს ტრაგედია არის ის, რომ ზუსტად დაცვის სისტემამ არ იმუშავა", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ტრაგედიის გამომწვევი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ უსაფრთხოების საშუალებამ არ იმუშავა.
,,დღეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთლიანად, თანმიმდევრულად რა მოხდა და რა ეპიზოდში არის ბრალდება მერიის თანამშრომლის მიმართ, რატომ არ იმუშავა სარელეო დაცვამ, ამაზე ბრალდება მერიის თანამშრომლის მიმართ არ არის წაყენებული, იმიტომ რომ არც სამუშაო შეუსრულებია თბილისის მერიას და არც ექსპერტიზის დასკვნის გარეშე არ ჩაუბარებია. თბილისის მერიამ ეს ყველაფერი სწორად ჩაიბარა. მაგრამ თუ ექსპერტმა არ შეამოწმა, ან შემსრულებელმა რაღაც არასწორად გააკეთა, ეს გარემოს დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობა არ არის.
მე ღრმად მჯერა, რომ სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ვერცერთი ექსპერტი ვეღარ გაბედავს საექსპერტო დასკვნას, თუ დადგება საკმაოდ მკაცრად ექსპერტების პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.