დეა და გიორგი - ,,პრაიმ ჰაუსში" ახალი წყვილი იკვეთება.
როგორც ცნობილია, ბოლო დროს, დეასა და გურამს ურთიერთობა განსაკუთრებით დაუთბათ და მათგან, შესაძლოა, პოტენციური წყვილიც შემდგარიყო, თუმცა, გურამი ამბობს, რომ სასიყვარულო სამკუთხედში მონაწილეობას არ აპირებს.
,,მგონი ახალი სასიყვარულო სამკუთხედი ,,იხოდება", მაგრამ... მე რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გასვრას არ ვაპირებ", - ამბობს გურამ შეროზია.
დეა კი ამბობს, რომ გიორგისთან ურთიერთობით შეროზიას აეჭვიანებს.
,,დავაკვირდი, რომ როგორც კი ვინმეს რაღაცნაირად დავუმეგობრდები ან ცოტა უფრო ახლოს მივალ, გამოხტება ხოლმე ეს ბავშვური ეჭვიანობის ამბები. მეტრეველი და ეს სულ შუაში ხტება. დამშვიდდი, არავინ გართმევს მაგ გოგოს", - ამბობს გურამი.
რაც შეეხება გიორგის, ჩანს, რომ დეაზე განსაკუთრებულად ზრუნავს.