თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის მთავარ მებაღეს, დევი მეზურნიშვილს შეხვდა.
ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი“, - ამბობს მეზურნიშვილი.