მომღერალი ნათია თოდუა, ქორწილის დღეს ბოდბის მონასტერში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„2016 წელს, მანამ სანამ გერმანიაში წავიდოდი, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ რამდენიმე დღით ბოდბის წმ.ნინოს მონასტერში მეცხოვრა.
ვგრძნობდი, რომ სიმშვიდე მჭირდებოდა და ძალების მოკრება.
მონასტერში დამხვდნენ უსაყვარლესი დედაოები.
პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი შვება, სიყვარული და თავისუფლება.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ იქიდან წასვლა ძალიან გამიჭირდა.
ვიცოდი, თუ რა დაბრკოლებები, ბრძოლები და წინააღმდეგობები მელოდებოდა წინ…
ჩემი დიდი სიყვარულით მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად ბოდბეში იქნებოდა.
9 ოქტომბერს, ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი და უმშვენიერესი დღე დადგა, ჩვენ ჯვარი სწორედ ბოდბეში, წმ.ნინოს წყაროსთან დავიწერეთ.
მადლობა, ყველას გულწრფელი მოლოცვისთვის.
მიყვარხართ“, - წერს ნათია თოდუა.