ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა, ფილ ჯონსმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ დედოფალ ელისაბედს განსაკუთრებით უყვარდა სატელევიზიო შოუ, სახელწოდებით The Kumars at No. 42 . ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„2001 წელს ბუკინგემის სასახლეში მედია კონფერენციაზე ვიყავი. სწორედ მაშინ მომეცა დედოფალთან დალაპარაკების საშუალება. შეხვედრის ბოლოს დედოფალს ვკითხე - რომელ სატელევიზიო შოუს უყურებდა ყველაზე ხშირად. ელისაბედმა გამიმხილა, რომ განსაკუთრებით უყვარდა The Kumars at No. 42. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დედოფალმა მისი ყველა ფრაზა იცოდა",- იხსენებს ჯონსი.
The Kumars at No. 42 ბრიტანული სატელევიზიო შოუა, რომელიც ეთერში 2001-2006 წლამდე გადიოდა.