ახალი ფუნქცია გამოჩნდა მესენჯერის ბეტა ვერსიაში ანდროიდის პლატფორმაზე.
WhatsApp-მა გამოუშვა განახლება, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დამალოს თავისი ონლაინ სტატუსი. ამის შესახებ დღეს პორტალმა WABetaInfo-მ განაცხადა.
პორტალის ცნობით, ეს ფუნქცია Android პლატფორმაზე, მესენჯერის ბეტა ვერსიაში გამოჩნდა.
ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ფუნქცია iOS-ისთვის და დესკტოპის აპისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
აგვისტოში კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ WhatsApp-ს დაემატება სამი ახალი ფუნქცია: შეუმჩნევლად გასვლა ჯგუფური ჩეთებიდან, სქრინების დაბლოკვა და დამალული „ონლაინ" სტატუსი.