მთავარიახალი ამბებიდღეს, 23:00 საათიდან, თბილისის ამ ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება - დეტალურად
თვითფრინავის ბილეთები

დღეს, 23:00 საათიდან, თბილისის ამ ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება – დეტალურად

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით