ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
ფრენები
მთავარიბლოგი10xSEO - ქართული SEO სააგენტო, რომელიც შედეგებით საუბრობს
თვითფრინავის ბილეთები

10xSEO – ქართული SEO სააგენტო, რომელიც შედეგებით საუბრობს

frenis kompensaciafrenis kompensacia

ქართული ციფრული ბაზარი უფრო და უფრო ფართოვდება. შესაბამისად, ჩნდება სხვადასხვა კომპანია, რომლებიც პირველობისა და მომხმარებლების ყურადღების მისაქცევად იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურენტულ სივრცეში SEO სააგენტო – 10xSEO საკუთარ თავზე საუბრისას არა დაპირებებს, არამედ რეალურ რიცხვებს იყენებს. 

სააგენტოს მიზანია როგორც კლიენტებისთვის, ისე მათი მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულება შექმნას. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ ბრენდებთან თანამშრომლობს, რომელთა სერვისიც სწორედ საზოგადოებრივ ინტერესებსაც ემსახურება.

სააგენტოს სწორ სტრატეგიებსა და მიდგომებზე წარმატებით მიმდინარე თუ უკვე დასრულებული პროექტები მეტყველებს. 

უცხოური ბაზარი: AI-ს ტრენდზე აწყობილი სტრატეგია და ტრეფიკის მრავალჯერადი ზრდა

როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ვსაუბრობთ, თავდაპირვალად, აღსანიშნავია, რომ 10xSEO-ს პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამერიკული e-commerce სტარტაპია. კომპანია სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ქმნის და კონკურენციას ისეთ გიგანტებს უწევს, როგორიცაა Sony.

ამ პროექტზე მუშაობა 11 თვის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც AI დღევანდელი მასშტაბით „გაჰაიპებული“ ჯერ კიდევ არ იყო. გუნდი გაბედულად წავიდა წინ და მთავარ საკვანძო სიტყვებში „AI“ კომპონენტი ჩასვა. სააგენტომ შემდეგი ფორმულირება გამოიყენა – „best AI + პროდუქტის კატეგორია“. დროთა განმავლობაში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა ძიებებმა მკვეთრად მოიმატა, რის ფონზეც 10xSEO-მ შეძლო:

  • ბოლო 6 თვეში, წინა 6 თვესთან შედარებით, კლიკების გაორმაგება;
  • ე.წ. „იმფრეშენების“ სამჯერ ზრდა;
  • საშუალო პოზიციის გაუმჯობესება 35-დან 26-მდე.

აღსანიშნავია, რომ ზრდა არ შეჩერებულა: ბოლო 3 თვე წინა 3 თვესთან შედარებით, დამატებით, დაახლოებით, 40%-იან კლიკების მატებას აჩვენებს. ეს შედეგი უკვე აისახა გაყიდვებშიც – უცხოური კლიენტები გაცილებით ზუსტად ითვლიან, რა ფინანსურ ღირებულებას ქმნის SEO-თი მოტანილი ტრეფიკი, რაც სააგენტოს სტრატეგიული ეფექტიანობის პირდაპირი დადასტურებაა.

ქართული ბაზარი: ნულიდან ათასობით ვიზიტორამდე და ბრენდის გადაპოზიციონირება

ქართულ ბაზარზე 10xSEO-ს ერთ-ერთი საინტერესო ქეისი სრულიად ახალ, JavaScript-ზე დაწერილ ვებსაიტს უკავშირდება. როგორც წესი, ახალი დომენის ინდექსაცია და ავტორიტეტის მოპოვება დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ოთხ თვეში პროექტმა მიაღწია თვეში 4 000 ვიზიტორს. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ახალ საიტს პირველი 1 000 ვიზიტორის მისაღებად შეიძლება ერთი წელიც კი დასჭირდეს.

სხვა პროექტში სააგენტომ ბრენდის აღქმა რადიკალურად შეცვალა: Google My Business-ისა და ორგანული ძიების სტრატეგიით, კონკრეტულ კატეგორიაში, კომპანია პოზიციონირდა, როგორც „საუკეთესო“. დღეს მომხმარებლები ეძებენ არა მხოლოდ სერვისის ზოგად დასახელებას, არამედ ფრაზას „საუკეთესო + ბრენდის სახელი“, რაც ბრენდის ცნობადობისა და ნდობის ხარისხის მკვეთრ ზრდაზე მიანიშნებს.

ასევე იყო შემთხვევა, როდესაც საკმაოდ ცნობილი კომპანია საძიებო სისტემაში საერთოდ არ ჩანდა. SEO სტრატეგიის დანერგვის შემდეგ, მხოლოდ ლოკაციის სახელის ჩაწერისასაც კი, Google ამ ბრენდს რეგიონთან აიგივებს. შესაბამისად, ორგანული ხილვადობა კომპანიის ახალი ნიშა გახდა. 

ლოკალური SEO და B2B/B2C სექტორის ზრდა

ლოკალურ ბაზარზე 10xSEO-სთვის განსაკუთრებით წარმატებული Google My Business-ის ოპტიმიზაციის სერვისი აღმოჩნდა. ერთ-ერთ პროექტში ზარები მეორე თვიდანვე 40%-ით გაიზარდა, საერთო ჯამში კი, კომპანიამ დამატებით, დაახლოებით, 1 500 ზარი მხოლოდ ერთი პროფილიდან მიიღო. ასეთ სერვისებში ზარი მაღალი ალბათობით რეალურ კლიენტად კონვერტირდება, რაც შემოსავლის ზრდას პირდაპირ უკავშირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორში მოღვაწე რამდენიმე პარტნიორისთვის სააგენტომ 6 თვეში ორგანული ტრეფიკი 50%-ით ან თითქმის 100%-ითაც გაზარდა. ამ ნიშაში, როგორც წესი, ის მომხმარებლები ეძებენ, რომელთაც შეძენის განზრახვა აქვთ. სწორედ ამის გამო, ტრაფიკის ზრდა პირდაპირი ფინანსური მოგების განმსაზღვრელია, მაშინ, როცა მსგავს სეგმენტებში Facebook რეკლამით რეალური კლიენტის მოზიდვა გაცილებით რთულია.

E-commerce გაერთიანებულ სამეფოში: სამმაგი ზრდა სამ თვეში

ევროპული ბაზრის მაგალითი კიდევ უფრო ნათელია. გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი e-commerce საიტებისთვის 10xSEO-მ მხოლოდ სამი თვეში ორგანული ტრაფიკი თითქმის სამჯერ გაზარდა. მაგალითად, ერთ შემთხვევაში 3 600 კლიკი გაიზარდა 9 400-მდე. ასეთი დონის ზრდა კონკურენტულ ბაზარზე, სადაც თითოეული ვიზიტორი ფინანსურ ღირებულებად ითვლება, სააგენტოს ეფექტიანობის მკაფიო მაჩვენებელია.

10xSEO – შედეგებზე ორიენტირებული პარტნიორი

10xSEO-ის გუნდი მხოლოდ კონკრეტული ბიზნესის ვებგვერდის პოზიციებისა და ვიზიტორების გაზრდისთვის არ მუშაობს. მათი მთავარი მიზანი იმ რეალური შედეგის მიღწევაა, რომელიც გაყიდვებში, ზარებსა და ბიზნესის ზრდაში აისახება.

სწორედ ამიტომ, სააგენტოს მუშაობის შედეგი მხოლოდ ერთჯერადი არ არის. ის გრძელვადიანი და რაც მთავარია, ხარისხიანია. 

აღსანიშნავია, რომ სააგენტო კლიენტებს სხვადასხვა შეთავაზებას აწვდის. მაგალითად, თუ არ იცით, სრული SEO ოპტიმიზაცია გჭირდებათ თუ არა, შეგიძლიათ 10xSEO-ს უფასო აუდიტით ისარგებლოთ. 

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარების გზა საძიებო სისტემაში სწორ პოზიციონირებაზე გადის. ამ გზაზე კი სანდო პარტნიორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. 

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით