ოთხშაბათი, დეკემბერი 3, 2025
ფრენები
მთავარიბლოგიაუგმენტინი 1000 – ეფექტური გადაწყვეტილება ინფექციების წინააღმდეგ
თვითფრინავის ბილეთები

აუგმენტინი 1000 – ეფექტური გადაწყვეტილება ინფექციების წინააღმდეგ

frenis kompensaciafrenis kompensacia

ბაქტერიული ინფექციები ბევრ ადამიანს აწუხებს და სათანადო, სწრაფ მკურნალობას საჭიროებს. მათ მიმართ უყურადღებობამ შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენოს. თუმცა, სანამ საქმე აქამდე მივა, მანამდე ინფექციების არსებობა ჩვენს ყოველდღიურობაზეც აისახება. მაგალითად, ძლიერი ხველისა თუ ყელის ტკივილის გამო, შესაძლოა გეგმები შევცვალოთ, ვერ ვიმუშაოთ და მთელი დღის სახლში გატარება მოგვიწიოს. 

საბედნიეროდ, ​მედიცინის განვითარებასთან ერთად, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა მარტივდება. აუგმენტინი 1000 ეფექტური, სანდო და მრავალმხრივი მოქმედების მქონე ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკია, რომელიც სამედიცინო სფეროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის სხვადასხვა ტიპის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება და მათ გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. 

საინტერესოა, კონკრეტულად რა ნივთიერებებს შეიცავს აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ, როგორი მოქმედების მექანიზმი აქვს, რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები და საქართველოში ხელმისაწვდომია თუ არა – ამ კითხვებზე პასუხს სწორედ ამ ბლოგში იპოვით. 

აუგმენტინის შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი

აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ ორ აქტიურ ნივთიერებას – ამოქსიცილინსა (ტრიჰიდრატი) და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილი) შეიცავს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაშია შემდეგი ნივთიერებები: კოლოიდური სილიკა, კარტოფილის ნატრიუმის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 5, ჰიპრომელოზა 15, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და დიმეთიკონი.

ზოგადად, პრეპარატის მაღალ ეფექტურობას სწორედ მისი შემადგენელი კომპონენტები განაპირობებენ. აღსანიშნავია, რომ აუგმენტინი უფრო ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ვიდრე ამოქსიცილინი. ეს შემდეგი მიზეზითაა განპირობებული – აუგმენტინის შემადგენლობაში შემავალი კლავულანის მჟავა იმ ბაქტერიების წინააღმდეგობას ანეიტრალებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტულები იქნებოდნენ.

რა ტიპის ინფექციების დროს ინიშნება აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეპარატს მრავალმხრივი მოქმედება აქვს. სწორედ ამის გამო, მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ინფექციის დროსაა შესაძლებელი. წამლის დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობას, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექიმი განსაზღვრავს. უნდა იცოდეთ, რომ აუგემნტინი მაშინ გამოიყენება, როდესაც ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიებით და არა ვირუსებით. 

პრეპარატი ხშირად იმ შემთხვევებში ინიშნება, როცა ინფექცია ზედა ან ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებს. შესაბამისად, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების – სინუსიტის, ოტიტის, ტონზილიტის; ასევე ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების; ბრონქოპნევმონიისა და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს აუგმენტინი გამოიყენება. 

გარდა ამისა, მედიკამენტი შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების – ცისტიტის, ურეთრიტისა და პიელონეფრიტის სამკურნალოდაც ეფექტური საშუალებაა. ის კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროსაც აქტიურად ინიშნება. ასევე, მედიკამენტია ეფექტურია ძვლებისა და სახსრების ინფექციებისა თუ სახის ინფექციების დროს. აუგმენტინს, ექიმის დანიშნულებით, ისეთი პაციენტები იღებენ, რომელთაც სეფსისური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი ან მუცლის ღრუს სეფსისი განუვითარდათ. 

დოზირება და სიფრთხილის ზომები 

აუგემნტინი, წყლის საშუალებით, მთლიანად, დაუღეჭავად უნდა გადაყლაპოთ. თუ თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება, შეგიძლიათ, რომ აბი შუაზე გაყოთ და ორ ნაწილად დალიოთ. სასურველია, რომ ის ჭამის დაწყებამდე მიიღოთ და გარკვეული ინტერვალიც დაიცვათ. დღის განმავლობაში, ვიდრე მეორე ტაბლეტს დალევთ, 4 საათი მაინც უნდა გავიდეს. არ შეიძლება ორი დოზის ერთდროულად მიღება. 

 

აუგმენტინით მკურნალობა მხოლოდ 2 კვირის განმავლობაშია რეკომენდებული. 14 დღის გასვლის მერე, შედეგი ექიმმა უნდა შეაფასოს. კურსი სწორედ მისი მითითებით უნდა გაგრძელდეს. 

მოზრდილებსა და ბავშვებში, რომლებიც მინიმუმ 40 კილოგრამს იწონიან, თერაპიული დოზა არის 1 აბი, ორჯერ დღეში, ხოლო მაღალი დოზა – 1 აბი, სამჯერ დღეში. 

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება აუგმენტინის პერორალური სუსპენზია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თუ ბავშვი 40 კილოგრამამდეა, აუგმენტინის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს. 

თუკი პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები აქვს, დოზირება შეიძლება შეიცვალოს. მსგავს შემთხვევაში, სისხლის ანალიზის ხშირად ჩატარებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გადწყვეტილებები თვითნებურად არ მიიღოს და ექიმის რჩევებს ზედმიწევნით მიჰყვეს. 

აუგმენტინი 1000 – ფასი და ხელმისაწვდომობა

აუგმენტინის მწარმოებელი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია, ის საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტია. პრეპარატის შეძენა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, მათ შორის, ფარმადეპოშიც შესაძლებელია. როგორც წესი, წამლის ღირებულება დამოკიდებულია: დოზაზე, სეზონურობაზე, ინფლაციაზე, სააფთიაქო ქსელში მიმდინარე აქციებსა და სხვა ობიექტურ მიზეზებზე. 

შესაბამისად, საქართველოში წამლის – აუგმენტინი 1000, ფასი ცვალებადია. იმისთვის, რომ ღირებულება ზუსტად გაიგოთ, შეგიძლიათ ფარმადეპოს ვებ გვერდს ან აფთიაქს ეწვიოთ. 

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორც წესი, აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ უსაფრთხო საშუალებაა, თუმცა მაინც შესაძლებელია, რომ გვერდეთი ეფექტები გამოვლინდეს. 

ყველაზე ხშირად შემდეგ მსუბუქ გვერდით მოვლენებს შეიძლება გადააწყდეთ: დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მონელების გაძნელება, მსუბუქი გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა და სისუსტე.

თუმცა უფრო მძიმე შემთხვევებიც არსებობს. დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ, თუ აღგენიშნებათ: სუნთქვის გაძნელება, ტუჩებისა და სახის შეშუპება; ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან კანზე ბუშტუკები; კანის ან თვალების სიყვითლე – ეს ღვიძლის დაზიანების მაჩვენებელია; მუცლის ძლიერი ტკივილი; შემცივნება, ცხელება და ძლიერი სისუსტე.

აუგმენტინი 1000 – ბაქტერიული ინფექციებისგან თავისუფალი ცხოვრება 

აუგმენტინი ის პრეპარატია, რომელიც ინფექციებისგან სწრაფად გაგათავისუფლებთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაგაბრუნებთ. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პერიოდში ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვათ – წამლის მაქსიმალურად ეფექტურობას სწორედ ეს უზრუნველყოფს. 

 

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით