კვირა, მაისი 18, 2025
ფრენები
მთავარიასტროლოგიადღეს შეცდომების დაშვების დიდი რისკია - 18 მაისის ყველა ზოდიაქოს ჰოროსკოპი
თვითფრინავის ბილეთები

დღეს შეცდომების დაშვების დიდი რისკია – 18 მაისის ყველა ზოდიაქოს ჰოროსკოპი

frenis kompensaciafrenis kompensacia

ვერძი

დღეს შეანელეთ ტემპი და იარეთ ნელა – სიჩქარით მხოლოდ ცუდს იზამთ, კონკურენტებს შანსს მისცემთ. უფასო რჩევა : არ მიიღოთ არავის დახმარება – რადგან ეს დათვური სამსახური იქნება. გუშინდელი თემები კიდევ გიშლიან ხელს. ამ ყველაფერს მიხედეთ და იარეთ წინ. ნაკლები იდარდეთ მომავალზე, იქ ყველაფერი კარგად იქნება – ვარსკლავებმა ეს უკვე განსაზღვრეს.

კურო

დღეს ახლობლებმა შეიძლება გიღალატონ – ამიტომ იყავით ფრთხილად. მითუმეტეს საუბრებში, სადაც ყველაზე დიდი რისკია, რომ გასცეთ საიდუმლო, რომელსაც ინანებთ. არ იურთიერთოთ ნეგატიურად განწყობილ ხალხთან – შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეიძლება იდეურ მეგობარს შეხვდეთ. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ახლოს იყოთ მასთან – გონებაში კარგი იდეები მოგივათ.

ტყუპები

დღეს მთავარი სიტყვაა კომპრომისი. მოგიწევთ საერთო შეხების წერტილის პოვნა ყველასთან, რადგან მარტივია ურთიერთობები. ამიტომაც არის შანსი, რომ დღის დიდი ნაწილი მარტოობაში გაატაროთ – სირთულეებისგან შორს. ძალიან რთულ სიტუაციაში მოუსმინეთ სხვას – ის განახებთ გზას. სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი

დღეს არავის ენდოთ – ვერავინ დაგეხმარებათ. თუ ერთი შეხედვით რაიმე არ გამოდის, მაინც არ გაჩერდეთ და აუცილებლად გამოგივათ. ძველი გამოცდილება ახლისაგან დაგიცავთ. მთავარია ყველაფერი გააკეთოთ დროზე. შეძლებთ თავი გამოიჩინოთ მნიშვნელოვან ხალხთან, რაც ახალი შემოთავაზებების საწინდარია. ხშირად ისაუბრეთ თქვენს გეგმებზე, რათა დააინტერესოთ გარშემომყოფები.

ლომი

დღეს თქვენ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ მნიშვნელოვან ხალხზე. ამასთან ერთად, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. შინაგანი ხმა დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში. მთავარია, რომ ეს ყველაფერი გამოავლინოთ. საუკეთესო შანსი გაქვთ ურთიერთობების გამყარებაში და ახალ საფეხურზე გადასასვლელად, ამიტომაც მოაწყვეთ სიურპრიზები და რომანტიკული საღამოები.

ქალწული

დღეს ბევრი ფანტაზია ჩართეთ საქმეში – დაგეხმარებათ სამსახურეობრივად. თქვენი კრეატიული იდეები აუცილებლად დაფასდება. საქმიანი საუბრები გადადეთ დღის მეორე ნახევარში – ამ დროს საჭირო სიტყვები თავისით მოგივათ თავში. ირგვლივ მყოფები ცოტათი შეგაწუხებთ, მაგრამ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა თქვენ მიერ ნაშენები წყალში არ ჩაიყაროს.

სასწორი

დღეს შეცდომების დაშვების დიდი რისკია, ამიტომაც იყავით ფრთხილად. რაიმე სიახლე არ დაიწყოთ ამ დღეს – ლოგიკური დასასრული ნამდვილად არ ექნება. სამსახურეობრივი საუბრები წარიმართება მარტივად – უპრობლემოდ იპოვით კომპრომისებს რთულ სიტუაციებშიც კი. საჭირო და საინტერესო ადამიანებზე შთაბეჭდილებებს მოახდენთ.

მორიელი

დღეს ირგვლივ მყოფები აუცილებლად გაგახარებენ – ისინი მხიარულ ნოტაზე იქნებიან, ამიტომაც მათი ეს განწყობა თქვენზეც კარგად იმოქმედებს. სასიყვარული ურთიერთობებისთვის კიდევ უკეთესი დღეა – თქვენ თავს წინაზე უფრო ბედნიერად იგრძნობთ, ხოლო სასიყვარულო კავშირები უფრო მყარი იქნება. ეს დღე არ არის კარგი თქვენი გეგმების განსახილველად – არავის გაუნდოთ ისინი, რადგან არავინ დაგიჯერებთ, ამიტომაც დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.

მშვილდოსანი

დღეს ძალიან კარგი იქნება თუკი გეგმებს ადრე შეცვლით. ეს დაგეხმარებათ უფრო სწრაფად წინ წაიწიოთ თქვენი გეგმებისკენ. არ დაელოდოთ კარგი “ამინდის” გამოსვლას – თქვენითვე გადაწყვიტეთ ყველაფერი. აქტიურობა და მხოლოდ აქტიურობა. დაუჯერეთ თქვენს შინაგან ხმებს – თქვენი იმუნიტეტი შეიძლება დასუსტდეს და ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინონ თავი, ამიტომაც დაისვენეთ და საქმე აქამდე არ მიიყვანოთ.

თხის რქა

დღეს ზუსტად გეგმისკენ სვლა არ შეგეძლებათ. დღეს სხვებს უნდა დაუჯეროთ. არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელია კარგი გამოცდილებისთვის. ყველაფერ ახალზე უარი თქვით – რასაც დღეს დაიწყებთ, არაფერი გამოვა. კარგი დღეა თავის რეკლამისთვის – შეიძლებაც ახალი როლი შეითავსოთ ან საინტერესო პროექტში მიიღოთ მონაწილეობა.

მერწყული

დღეს არ დატვირთოთ საკუთარი თავი ბევრი საქმეებით – ძალიან გადაიტვირთებით. უმჯობესია იმუშავეთ კომფორტულ ტემპში და გეგმაზომიერად, ყველაფერს ერთად არ მოეჭიდოთ. წადით უკვე ნასინჯი გზით, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ და არ გარისკოთ, რომ სწრაფად და მარტივად იზამთ საქმეს. შოპინგი შემდეგი დღისთვის გადადეთ – დღეს მოერიდეთ ფულის ხარჯვას.

თევზები

დღეს რთული დღეა პატარ-პატარა პრობლემებით, რომლებიც ერთ ადგილას შეგაყოვნებენ. ურთიერთობებშიც ყველაფერი კარგად როდი იქნება – ახლობლებიც კი ვერ გაგიგებენ, ყველაფრის ახსნის შემდეგაც კი. ახალ ნაცნობებს კი ძალიან კარგად გაუგებთ – მთავარია იყოთ გულწრფელნი. ეშმაკი დეტალებში იქნება, ამიტომაც დეტალებს გაუსვით ხაზი. ნაკლები ინერვიულეთ და მეტი ანალიზი გააკეთეთ, სადაც მიხვდებით რა არის კარგი და რა ცუდი.
Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით