შაბათი, აპრილი 19, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოება„სიცოცხლეში ვერ აიხდინა სურვილი…“ – რას წერს ქეთი ქველაძე დედაზე
თვითფრინავის ბილეთები

„სიცოცხლეში ვერ აიხდინა სურვილი…“ – რას წერს ქეთი ქველაძე დედაზე

frenis kompensaciafrenis kompensacia

ტიკტოკერი ქეთი ქველაძე დედის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თანადგომისთვის ყველას მადლობას უხდის.

„მიმყავს დედაჩემი მამიკოს სოფელში. ხუთშაბათს ვასაფლავებთ. მადლობა ყველას ვინც მეხმარებით. სასახლე გვაჩუქეს, მაცივარი უფასოდ გვათხოვეს… ახლა, დედაჩემი მაცივარშია. ვიყიდე ტანსაცმელი, მადლობა ლიკას, ნუციკოს, რომელიც მეხმარება, დათო, მარინა, სანო ირინა, მადლობა, მორგში ვინც დამეხმარა, მადლობა ყველას, ვინც ქუჩაში მითანაგრძნობთ. მადლობა ჩემ ნათესავებს დათოს, ხათუნას ბორიას რეზოს, იხარეთ ყველამ, ვისაც ამ სიკეთეში ელემენტარული წვრილი შეიტანეთ და შეგაქვთ!

მადლობა ყველას, რომ მეხმარებით დედაჩემის საბოლოო დასასრულისთვის. მამაჩემის სიკვდილის მერე ქუჩაშია, მადლობა, რომ სიკვდილის შემდეგ მაინც ეღირსა სამუდამო განსასვენებელი… სიცოცხლეში ვერ აიხდინა სურვილი, რომ მის ძაღლებთან ერთად პატარა ქოხში ყოფილიყო… იმედი მაქვს, სამოთხეში ექნება ადგილი, საიდანაც არავინ გამოაგდებს მის ძაღლებს. აქვე მადლობა შოთა დარბაიძეს, რომელმაც დამირეკა, თანამიგრძნო და მითხრა, რომ ლაივში მუსიკებს არ მოუსმენდა, თითოეულ ადამიანს გაწეული ამაგისთვის დიდი მადლობა.

პანაშვიდი ვიწრო წრეში იქნება… ქუთაისში, ჩემ სახლში ადგილი არ იყო, ამიტომ მიმყავს სოფელში. ბევრს გქონდათ სურვილი პანაშვიდზე მოსვლის, მაპატიეთ, ვინმეს სურვილი თუ გაქვთ ჩამობრძანდით ზესტაფონის რაიონ სოფელ ცხენთაროში, მე იქ ვიქნები ხუთშაბათ შუადღემდე,“ – წერს ქველაძე.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით