მოქალაქეების ცნობით, ლილო მოლში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, იწვის მაღაზიები. გავრცელებული კადრების მიხედვით, ჩანს, რომ ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.
ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ცეცხლის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ისაუბრა.
„ზარალი ძალიან დიდია. იმდენი შარვალ-კოსტიუმები, ჩინეთიდან და ევროპიდან ჩამოტანილი საქონელი. დაახლოებით 20-30 მაღაზია იქნება დამწვარი, იყო ერთი შესული და ბევრია დამწვარი, ძვირადღირებული ტანსაცმელი. შარვალ-კოსტიუმები… გუშინ მთელი დღე შუქი არ იყო და ეტყობა დღეს რომ ჩართეს შუქი, ვიღაცას “პლიტა” ჰქონდა ჩართული დატოვებული და დილით შუქი რომ ჩაირთო, უცებ მოხდა“, – თქვა მან.