ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული ლუკა ებრალიძეა.
“გული მოგვიკალი და გავანადგურე ლუკაჩო. ვერ მოგინელებ ვერასოდეს.
სამივე დედისერთაა…
მერამდენე, მაგ დაწყევლილი ხიდიდან…
რატო, ლუკა, გამისკდა გული…” – წერენ სოციალურ ქსელში.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა მდინარეში გადავარდა, მასში მყოფი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.