ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
ფრენები
მთავარიმსოფლიოხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია
თვითფრინავის ბილეთები

ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია

frenis kompensaciafrenis kompensacia

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

სამხრეთ კორეის სხვადასხვა რეგიონიდან 23 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ამ დროისთვის დამწვარია უკვე 17 000 ჰექტარი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს განცხადებით, ეს ტყის ხანძრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უარესია.

მისივე თქმით, მთავრობამ გამოიყენა ყველა შესაძლო რესურსი და აღჭურვილობა, მაგრამ ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით