სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები10-წლიანი უშვილობის შემდეგ ქუთაისელი ქალი გოგონას დედა გახდა

10-წლიანი უშვილობის შემდეგ ქუთაისელი ქალი გოგონას დედა გახდა

amindi

10-წლიანი უშვილობის შემდეგ ქუთაისელი ქალი გოგონას დედა გახდა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,კლინიკა ბომონდი" ავრცელებს:

მეან-გინეკოლოგ გიორგი ქებულაძის თქმით, პაციენტს ერთი ორსულობა ნაადრევად შეუწყდა, ხოლო მეორე ორსულობის პერიოდში, რომელიც როგორც ექიმი ამბობს, რთულად მიმდინარეობდა, ქალბატონი აღრიცხვაზე “კლინიკა ბომონდში” იმყოფებოდა.

“ორსულობა თავიდანვე მიმდინარეობდა ნაადრევი მშობიარობის რისკის და მცირეწყლიანობის ფონზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ პაციენტს ჰქონდა ხელოვნური მენჯ-ბარძაყი და ნაოპერაციები იყო ფარისებრ ჯირკვალზე. ორსულობის პერიოდის განმავლობაში მასზე ჩვენი მხრიდან უწყვეტი კონტროლი მიმდინარეობდა. დღეს ქალბატონს მოულოდნელად დაეწყო ტკივილები, დაღვარა წყლები, რის გამოც სასწრაფოდ დაინიშნა საკეისრო კვეთა და ორსულობის 36 კვირის ვადაზე ამოვიყვანეთ 2 კილო და 700 გრამი, მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ნაყოფი. ვულოცავ ოჯახს. ვუსურვებ მათ სიხარულს და ბედნიერებას", - ამბობს ,,კლინიკა ბომონდის" სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ქებულაძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!