სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
ფრენები
მთავარიUncategorizedბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
spot_img

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

frenis kompensaciafrenis kompensacia

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს მიმართავს.

„დეე, ჩემო გულის და სულის ნაწილო, ჩემო სიყვარულო, ჩემო ბედნიერება, ჩემო ღვთის საჩუქარო, ჩემო სიამაყე და ჩემო ყველა ფერო…! იცი, როგორ მჭირდები? აი, როგორც ადამიანს არსებობისთვის წყალი და ჟანგბადი…!!! ამას თუ იმაზე მეტ ხანს ვერ მიიღებს ადამიანი, უბრალოდ ვერ იცოცხლებს. მუხლდაჩოქილი გემუდარები დეე, მოდი, ჩამეხუტე და მომეცი ძალა, რომ ვისუნთქო… უკიდეგანოდ მჭირდები და მენატრები… დამირეკე და ხმა მაინც გამაგონე, დეე. გამაგონე შენი როხროხა ხმა, დეე“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!