ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“მინდოდა, თავი დაგვეღწია მე და ჩემს შვილებს ჯოჯოხეთიდან…" - ქეთი ქველაძე

“მინდოდა, თავი დაგვეღწია მე და ჩემს შვილებს ჯოჯოხეთიდან…” – ქეთი ქველაძე

სოციალურ ქსელში კარგად ცნობილი, ქეთი ქველაძე პოსტს აქვეყნებს და განვლილი ცხოვრების რთულ გზაზე საუბრობს, ის იხსენებს, ყველა იმ მომენტს რისი გადატანაც მოუწია.

“დღეს ჩემი დაბადების დღეა. 2022 წლის 21 ოქტომბერს საბოლოოდ დავაღწიე თავი ჩემს მოძალადე, ყოფილ ქმარს! მთელი 21 ოქტომბრის დღის განმავლობაში მამცირებდა, მაფურთხებდა და შეურაცხყოფებს მაყენებდა… ვერ ავიტანე და გავიპარე სახლიდან, ჩავედი ხაშურში და პოლიციის განყოფილების კიბეები ავიარე…

გავაღე კარი და ნახევრად შიგნით შესული უკან გამოვედი… ისევ შემეცოდა… ცალკე ბავშვები შემეცოდნენ… შემეშინდა, რა მეშველებოდა მის გარეშე? თითოეული წამი თვალწინ მედგა, როგორ დაუნდობლად მცემდა 5 წელი, თუმცა, შემეცოდა და უკან დავბრუნდი… შინ მისულს დამეტაკა, სად იყავი, შე ბ**ოო? ამათრია მეორე სართულზე და როგორც ბიჭები არჩევენ საქმეს, ეგრე მირჩევდა… გამოვექეცი, ჩამოვედი პირველ სართულზე… გამომეკიდა და თმით ამათრია მეორე სართულზე… კიდე ერთხელ მცემა… წამართვა ტელეფონი, დაირტყა მუხლზე მაგრამ ვერ გადატეხა...

ამის შემდეგ ტელეფონი მირტყა მუცელში, მაფურთხა, მესროლა სკამი, მაგინებდა, ყვიროდა, მეზობლებს ესმოდათ მაგრამ მისნაირი ნა*******ი იყვნენ! ამ ყველაფერს ჩემი შვილები საწოლის ქვემოდან უყურებდენ… გული იჯერა ცემით, თუმცა შეურაცხყოფით ვერ დაკმაყოფილდა და გინებას აგრძელებდა, შე უვარგისო, შე ბ**ო, ყ****ლო, ნ****ო…. მოვიკუნტე იატაკზე და ვცდილობდი, დრო მეხელთა და გავქცეულიყავი… ასე ლანძღვით გავიდა მეორე ოთახში, უცებ წამოვდექი და გავიქეცი… ჭიშკრიდან რომ გავედი, გავიგონე ხმა „ქეთინო“, „მოდი აქ“, უკან არ გამიხედავს… მივრბოდი, რაც შემეძლო… გავედი გზაზე, ვიფიქრე, რომ გადავრჩი … ამ დროს, ვხედავ, როგორ მორბის ჩემი ყოფილი ქმარი… გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ დავნებდი… თუმცა, გავიხედე ჩემ ბედად სოფლის „მარშუტკა“ დავინახე, რომელიც ქალაქში მიდიოდა…

“ქვემო ოსიაური“ 16 ნომერი იყო, მგონი… გავვარდი “მარშუტისკენ“, დამეწია, მწვდა მკლავში…”მარშუტიდან“ ხალხი გადმოდიოდა, რადგან ხალხი დავინახე კივილი დავიწყე, „გამიშვი!“ „მოშველეთ!“ მითხრა, გაჩუმდიო… უარესად ავკივლდი… არავის რეაქცია არ ჰქონდა… თუმცა, ჩემ ყოფილ ქმარს შეეშინდა, მიხვდა, რომ ვერ გამაჩუმებდა… ხელი ასწია დასარტყმელად, თუმცა გაჩერდა და გაიქცა…

ავვარდი “მარშუტში“… ვხედავდი ლიანდაგებზე როგორ გარბოდა… ბოლო და უკანასკნელად მაშინ დავინახე! არავინ დამამშვიდა მარშუტში… ისედაც ყველამ იცოდა, როგორ მცემდა ყოველ დღე! თუმცა, იმ მომენტში მარშრუტი რომ არ მოსულიყო, მე ისევ იქ ვიქნებოდი, ისევ ცემაში, გინებაში, ფურთხებაში… ღმერთმა საჭირო დროს, საჭირო ადგილას გადამარჩინა.

ჩავედი ხაშურში, ამჯერად, განყოფილების კარებიდან უკან აღარ დავბრუნებულვარ… ისე შევაღე კარი, აღარაფერი მაინტერესებდა… ერთადერთი, რაც მინდოდა, თავი დაგვეღწია მე და ჩემს შვილებს ჯოჯოხეთიდან… ატირებულმა ძლივს ავუხსენი, რაც მოხდა… პოლიციას ვთხოვე, სასწრაფოდ წამიყვანეთ სოფელში, ბავშვები მარტო დავტოვე, მეშინია, რამე არ დაუშავოს მეთქი.. წამიყვანეს… პირველი პოლიცია შევიდა ეზოში… ავიდნენ მეორეზე, მე უკან მოვყვებოდი… შევედი სახლში… ჩემი ბავშვები ლოგინზე დამხვდნენ… თეკლა მოვარდა, ჩამეხუტა, ლუკა პატარა იყო, საბა არ მეტყველებდა, რეაქცია არ ჰქონია… პოლიციას ვთხოვე, ნივთებს ჩავალაგებ მეთქი… მაცადეს …

პიკაპის უკანა საბარგული ავავსე ტანსაცმლით. (მაშინაც მჩუქნიდა და მიგზავნიდა უცხო ხალხი) გამოვიხურე სოფლის კარი, ბოლოჯერ და უკანასკნელად! მას შემდეგ უკან არ გამიხედავს… ჩემ ყოფილ ქმარს 1 კვირა ეძებდნენ… ჩემი ვაი მული და ჩემი ქმრის დედინაცვალი მალავდნენ თბილისში… ასევე, ჩემი მამამთილი… საჩივარში კონკრეტულად 21 ოქტომბრის ფაქტი ჩავწერე და დავაფიქსირე მუქარა … ეს ყველაზე „ადვილი“ ცემა იყო ამ 5 წლის განმავლობაში…

მე და ბავშვები გადავედით გორის თავშესაფარში. 1 თვის შემდეგ გადმოგვიყვანეს ქუთაისის თავშესაფარში… საშინელი 3 თვე გამოვიარე, მარტო ბავშვებთან ერთად, უსახლკაროდ, შიშები, რომ ბავშვებს წამართმევდნენ, მეშინოდა თავშესაფარში ძილის, რადგან არ შემოსულიყო და არ მოვეკალი… ასევე გავიხსენებ ფაქტს, როგორ მოეთრა გორის თავშესაფარში ჩემთან ჩემი “მული“ და ჩემი ყოფილი ქმრის “დედინაცვალი“, ბანანი მომიტანეს… მითხრეს რომ დავინდო ჩემი ყოფილი ქმარი… დავიწყე ყვირილი… მშვიდად მიყურებდნენ, გიჟი რომ გამოვეყვანე…

როდესაც მიხვდნენ, რომ ვერაფერს შემაცვლევინებდნენ, დედინაცვალმა მითხრა, შენ ბინას მაინც ვერ იყიდი, შენ ხარ ბ**ი და რისი ღირსიც იყავი, ისე გექცეოდა შენი ქმარი, სად ხარ ნაცემი? ნაცემის არაფერი გეტყობაო… საბას რატო აქვს შეშინებული სახე, სცემე? ეს არის ჩემი ყოფილი ქმრის დედინაცვლის სიტყვები…

მულს შევამჩნიე, როგორ მიღებდა ვიდეოს … მოკლედ, ვაგინე და ავახვევინე! ბოლო და უკანასკნელად დავინახე მათი ჩასიებული სახეები! ეს არის ზღვაში წვეთი.. რაც გითხარით.

დეტალურად ვლოგში მოგიყვებით... გავიდა 2 წელი, ბინაც მაქვს, ხალხის სიყვარულიც, ულამაზეს შვილებს ვზრდი, საბა ალაპარაკდა, არ მცივა, არ მშია, არ სწყურია, მალე მანქანაც მეყოლება და ჩემს შვილებთან ერთად საქართველოს შემოვივლი! მე მოვახერხე ის, რომ იმ “ბ**ი კაკუდან“, რომელიც არავის უყვარდა, დღეს ყოველი მეორე თბილად მექცევა და პატივს მცემს! მე მოვახერხე ის, რომ ხალხს თავი შევაყვარე და მიმიღეს ისეთი, როგორიც ვარ! მე ათასობით ადამიანს შევაყვარე ჩემი გული მაშინ, როდესაც ერთმა ადამიანმა 5 წელი ვერ შემიყვარა ისეთი, როგორიც ვარ! ჩემს ქმრის მინდოდა ისეთი მივეღე, როგორიც ვიყავი, თუმცა, ათასობით ადამიანმა დაინახა ჩემი გული, იმ ერთის გარდა, რომელიც ოდესღაც მთელ სამყაროს მერჩია და მის გარეშე 1 წუთი არ შემეძლო….

მე აქ ვარ ამაყად! სად არიან ისინი? იგივე მძ***ში! ეს ვარ მე და ეს დასაწყისია, რასაც მომავალში მივაღწევ ჩემს შვილებთან, უფალთან და იმ კეთილ ხალხთან ერთად, რომლებმაც შემიყვარა ისეთი, როგორიც ვარ!

2022 წლის 21 ოქტომბერს მეორედ დავიბადე…. მადლობა ღმერთს და მადლობა თითოეულ კარგ ადამიანს! თქვენი წყალობით გადავრჩით მე და ჩემი შვილები! მადლობა იმ მძღოლს, რომელიც ჩემს ბედად იქ აღმოჩნდა, სადაც ჩემი დაბადება არ დაბადების საკითხი წყდებოდა, ორი წლის წინ...“ - წერს ქეთი ქველაძე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!