ხუთშაბათი, თებერვალი 2, 2023
ფრენები
მთავარიახალი ამბები9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

aviabiletebi ganvadebitaviabiletebi ganvadebit

ვერძი

შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. მოიფიქრეთ ახალი იდეები, აღადგინეთ მივიწყებული ურთიერთობები – ამ ეტაპზე, ეს ძალიან საჭირო ნაბიჯია.

კურო

მოსალოდნელია სამსახურებრივი კონფლიქტები და უთანხმოება, კარგი იქნება, თუ “მშვიდობის მტრედის” როლს მოირგებთ და შეარიგებთ დაპირისპირებულ მხარეებს. ახლა კომპრომისი მოგებიანია.

ტყუპები

ცხოვრების შეცვლა თუ გსურთ, ახლა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. მთავარია, შეცვალოთ ხედვა, დაარღვიოთ სტერეოტიპები, რომლებიც ადრე ხელ-ფეხს გიკრავდათ.

კირჩხიბი

შეგიძლიათ, იზრუნოთ ფინანსური საკითხების მოგვარებაზე. თამამად შეიძინეთ ნივთი, რომელიც კარგა ხანია გინდოდათ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებას .

ლომი

ელოდეთ ცვლილებებს, ნაკლებად დაიტვირთეთ თავი, დაზოგეთ ენერგია. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, სასარგებლოა გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და პროცედურები.

ქალწული

იყავით წინდახედული და ყურადღება გაამახვილეთ საკომუნიკაციო საშუალებებზე. შესაძლოა, გარკვეულმა ტექნიკურმა ხარვეზებმა იჩინოს თავი, რაც პრობლემებს შექმნის თქვენს საქმიანობაში.

სასწორი

დღეს პარტნიორული კავშირებიდან შესაძლოა, გამოიკვეთოს ვისი ნდობა შეიძლება გქონდეთ და ვისი არა. გჯეროდეთ მხოლოდ საკუთარი თავის.

მორიელი

იმოქმედეთ, საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ პერიოდში, ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აქტუალურია სასიყვარულო თემა.

მშვილდოსანი

დაკავდით მოლაპარაკებებით, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, შეხვდით პარტნიორებს, ელოდეთ სასიამოვნო ინფორმაციებს და ახალი პროექტების შთამბეჭდავ შედეგებს.

თხის რქა

ახლა დროა, მოიცალოთ გადადებული საშინაო საქმეებისთვის, მოაწესრიგეთ თქვენი გარემო. 

მერწყული

მშვიდი დღეა. თუ ახლობლებმა დახმარებისთვის მოგმართეს, აუცილებლად აგრძნობინეთ მათ თქვენი მხარდაჭერა.

თევზები

მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. ყურადღებას ნუ მოადუნებთ დეტალების მიმართ, რათა შემდეგში პრობლემებმა არ იჩინოს თავი.

Facebook კომენტარები
turebi iafadturebi iafad
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

ამერიკის ვიზა