ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება.
19 წლის რეზი ჩხეიძეს, რომელიც კრივში საქართველოს ჩემპიონი იყო (2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი), ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„არ ვიცი, რა ვთქვა, მძიმე და აუტანელია ეს ტკივილი… დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს.
რაიონის სიამაყე, საქართველოს ჩემპიონი კრივში, ჩვენი რეზი ჩხეიძე, 19 წლის, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა აღარ გვყავს“.
„ვწუხვარ უსაზღვროდ და ვუსამძიმრებ რეზის მშობლებს, ჩემს მშობლიურ სოფელს, ძველ ხიბულას, მეგობრებს და ახლობლებს ამ შემზარავ ტრაგედიას! ჩემი თანაკლასელი იყო რევაზ ჩხეიძე,( რეზის ბიძა), ვისი სახელიც დაარქვეს მას. რევაზი ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა, დღეს კი მის მოსახელე ძმისშვილს დასტირის მთელი სოფელი და რაიონი. სანუგეშო სიტყვა არ არსებობს! ნათელში განისვენოს”, – წერენ სოციალურ ქსელში
რა გახდა 19 წლის ხობელი მოკრივეს გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.