სანდრა რულოვსმა კლინიკა ”ვივამედში” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ინფორმაცია ამის შესახებ რულოვსმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა.
„ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.