კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარიUncategorized“ისეთი სისწრაფით დაეჯახა, მანქანას ძრავაც კი მოგლეჯილი აქვს… გარდაცვლილი თონეში მომუშავე ქალია,...

“ისეთი სისწრაფით დაეჯახა, მანქანას ძრავაც კი მოგლეჯილი აქვს… გარდაცვლილი თონეში მომუშავე ქალია, რომელიც გარეთ იყო გამოსული” – ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და

amindi
დღეს სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი კი და­შავ­და. შემ­თხვე­ვა სა­გა­რე­ჯოს მე-3 სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცოტა ხნის წინ მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სწრა­ფად მოძ­რა­ვი “მი­ცუ­ბი­შის” მარ­კის მან­ქა­ნის მძღოლ­მა, რო­მელ­საც 1-ელი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე მარ­თავ­და, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, ჯერ გზის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე თო­ნეს, შემ­დეგ კი სხვა მსუ­ბუქ მან­ქა­ნას და იქვე მყოფ ქალს შე­ე­ჯა­ხა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და, შე­სა­ბა­მი­სად მას არ ექ­ნე­ბო­და არც მარ­თვის მოწ­მო­ბა.

და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. “მი­ცუ­ბი­შის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი 1-ელი სა­ჯა­რო სკო­ლის 6 მოს­წავ­ლე სა­გა­რე­ჯოს „ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის“ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლებს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, თუმ­ცა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, დიდი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი “მი­ცუ­ბი­ში” თო­ნე­ში მო­მუ­შა­ვე მცხო­ბელ ქალს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ცოტა ხნით გა­რეთ ყო­ფი­ლა გა­მო­სუ­ლი.

“მან­ქა­ნას ქალი კე­დელ­ზე მი­უ­ჭყლე­ტია. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მე-12 კლა­სე­ლი ორი გო­გო­ნა და 2 ბიჭი მჯდა­რა, მძღო­ლიც მცხო­ბე­ლის შვი­ლია (ოღონდ, დე­და­მი­სი სხვა თო­ნე­ში მუ­შა­ობს). ისე­თი სის­წრა­ფით და­ე­ჯა­ხა, მან­ქა­ნას ძრა­ვაც კი მოგ­ლე­ჯი­ლი აქვს. ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამა­სო­ბა­ში, ის სხვა მან­ქა­ნა­საც შე­ე­ჯა­ხა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მე-3 სკო­ლას­თან მოხ­და, მაგ­რამ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი 1-ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ის გარ­დაც­ვლი­ლი ქალი იქვე, თო­ნეს­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და” – გვიყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!